ვარდნა გაგრძელდა - ნიკოლოზ ბასილაშვილი 65-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. სამწუხაროდ, გააგრძელა ვარდნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამჯერად, ქართველმა ჩოგბურთელმა ორი საფეხურით უკან დაიხია და მამაკაცთა კლასიფიკაციაში 65-ე ადგილზეა.

არადა, დაახლოებით ერთი თვის წინ ბასილაშვილი 51-ე ადგილზე იმყოფებოდა. ეს ვარდნა გამოიწვია ზედიზედ ოთხ ტურნირზე პირველ წრეში წაგებამ. ქართველს 2017 წლის სეზონში უკვე უარყოფითი ბალანსი აქვს - 19 მოგება და 20 წაგება.

დღეიდან, ბასილაშვილი ცინცინატის "მასტერსში" ჩაებმება. ის პირველ წრეში ხორვატ ბორნა ჩილიჩს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული