რობერტა ვინჩიმ ყველა ტიტული დაკარგა

AutoSharing Option
იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქურდებმა მისი სახლიდან ყველა პრიზი გაიტანეს, რაც კი კარიერის განმავლობაში მოუგია.

აღვნიშნავთ, რომ 34 წლის ჩოგბურთელი კარიერული "დიდი სლემის" მფლობელია ქალთა წყვილთა თანრიგში.

"რამდენიმე დღის წინ, ტარანტოში ჩემს სახლში ქურდები შეიპარნენ და ღირებული ნივთები მოიპარეს, მათ შორის, ყველა პრიზი, რომელიც კარიერაში მომიგია. ეს პრიზები ყოველდღე მახსენებდნენ, რომ ჯერ კიდევ ვვარჯიშობ, კორტზე გავდივარ და ვცდილობ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას.

პრიზების მოპარვა - მხდალი და სულელური საქციელია და მინდა ვიცოდე, ახლა ვინ არის იმ ჯილდოების მფლობელი,
რომლებშიც ჩადებულია ჩემი მოგონებები, ცრემლები, ოფლი, დაღლილობა, სიცილი, თამაშისადმი ერთგულება და მსხვერპლი, რაზეც მე წავედი", - დაწერა საკუთარ გვერდზე ვინჩიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული