დიდების დარბაზში უთამაშებლად - დები უილიამსების მამა ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელების - სერენა და ვინუს უილიამსების მამა რიჩარდ უილიამსი ამერიკის შეერთებული შტატების ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ ინფორმაციას ქალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (WTA) ავრცელებს.

ამერიკის საჩოგბურთო ასოციაციამ (USTA) სწორედ ამ გზით გადაწყვიტა უფროსი უილიამსის დაუჯერებელი წარმატებების აღნიშვნა. მამა უილიამსს არასოდეს უთამაშია ჩოგბურთი პროფესიულ დონეზე, მიუხედავად ამისა, შეძლო ქალიშვილებისთვის თამაში ესწავლებინა და ისინი ჩემპიონებად გაეზარდა.

"სიტყვებით რთულია იმის აღწერა, რაც მამამ ჩემთვის და სერენასთვის გააკეთა. მან შეცვალა ჩოგბურთი და ძალიან ბევრი გააკეთა სპორტის ამ სახეობისთვის. ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები და
მიხარია, რომ მას ასეთი პატივი მიაგეს", - განაცხადა ვინუს უილამსმა.

სერენაც და ვინუსიც იყვნენ მსოფლიო რეიტინგის ლიდერები. მათ ჯამში მოიგეს "დიდი სლემის" 30 ტურნირი (სერენამ - 23, ვინუსმა - 7), წყვილებში კი ერთად გაიმარჯვეს 14 ტურნირზე. დებს, აგრეთვე, მოპოვებული აქვთ ოლიმპიადის ხუთი ოქრო - ორი ერთეულებში და სამი - წყვილებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული