ქართველი ჩოგბურთელები: ალექსანდრე ბაკშის 171-საფეხურიანი ნახტომი რეიტინგში

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.

ვაჟებში საგრძნობი წინსვლა აქვს თბილისელ ალექსანდრე ბაკშის. ერთეულებში მან 171 საფეხურით, ხოლო წყვილებში 168 ადგილით წაიწია წინ.

შესაბამისად, 16 და 20-ადგილიანი ნახტომები გააკეთა გიორგი ცივაძემ.

ქალებში ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც შვედურ ბასტადში ორი წრე გაიარა, მსოფლიო კლასიფიკაციაში კი შვიდი ადგილით აღზევდა, თუმცა საკუთარ სარეკორდო მაჩვენებელს საკმაოდაა დაშორებული.

ქალები
ერთეულები. 255 (251). სოფიო შაფათავა (208), 443 (442). ეკატერინე გორგოძე (73), 465 (459). მარიამ ბოლქვაძე (68), 834 (836). სოფიო ქვაცაბაია (16), 867
(866). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1068 (1071). თათია მიქაძე (7).
წყვილები. 77 (84). ოქსანა კალაშნიკოვა (1025), 298 (316). სოფიო შაფათავა (201), 342 (339). ეკატერინე გორგოძე (166), 516 (505). მარიამ ბოლქვაძე (82), 697 (693). თათია მიქაძე (41), 987 (986). სოფიო ქვაცაბაია (16), 1068 (1058). სალომე დევიძე (12), 1272 (1264). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 63 (62). ნიკოლოზ ბასილაშვილი (735), 814 (830), გიორგი ცივაძე (21), 856 (864). ალექსანდრე მეტრეველი (18), 1217 (1388). ალექსანდრე ბაკში (5), 1775 (1774). ირაკლი მეტრეველი (1), 2033 (1992). შოთა მეფარიძე (1).
წყვილები. 475 (495). გიორგი ცივაძე (116), 1229 (1397). ალექსანდრე ბაკში (16).

* * *
მიმდინარე კვირას რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი უცხოურ კორტებზე ცდიდა ძალებს.

ვაჟა შუბლაძემ ერზრუმის ვაჟთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც გუშინ ბრიტანელ რიკიტ ანანდს სძლია ორ სეტში - 6:4, 6:4.

მერვედფინალში იგი მეტოქეობას მეშვიდე ნომრად განთესილ ლუკაშ კატარინასა (მონტენეგრო) და ფურკან კოჩს (თურქეთი) შორის უძლიერესს გაუწევს.

შუბლაძე გუშინ მეორედაც გავიდა თურქულ კორტზე - ამჯერად წყვილებში. მასპინძელ ომერ ბერკ ღორღუნთან შეამხანაგებულმა ჩვენებურმა გზიდან თურქები - ფურკან და იჰშან კოჩები ჩამოიშორა - 3:6, 6:2, 10:8. მეოთხედფინალის მეტოქე აქაც დღეს გაირკვევა: ერთმანეთს ვლადისლავ ორლოვი (უკრაინა), უგო ვოლაკუ (საფრანგეთი) და კაზუმა კავაჩი, კენტო ტაგაშირა (ორივე - იაპონია) დაუპირისპირდებიან.

* * *
ესპანეთში იმყოფება სოფიო შაფათავა. ერთეულებში იგი მეოთხე ნომრადაა განთესილი და სტარტზე პაულა ბადოსას (ესპანეთი) შეხვდება.

ჩვენებური უზბეკ აქკულ ამანმურადოვასთან ერთად წყვილებშიც მეოთხე ნომერია. ქართულ-უზბეკური დუეტი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეოთხედფინალში დეა ჰერძელასსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და დესპინა პაპამიჩალთან (საბერძნეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ამ ტანდემმა სტარტზე კანა დანიელსა (იაპონია) და არაბელა ფერნანდესს (ესპანეთი) აჯობა - 6:0, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული