ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
WTA-ს რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირს ავადმყოფობის გამო გამოტოვებს.

ბელორუსი სპორტსმენი ტურნირზე უაილდ-ქარდით იყო მიწვეული, მაგრამ ის შეჯიბრს ვირუსის გამო ტოვებს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს ტურნირი ჩემს კალენდარში მონიშნული მქონდა, როგორც WTA-ს ტურში დაბრუნება ლეოს დაბადების შემდეგ. იმედია, მომავალ წელს მოვახერხებ აქ ჩამოსვლას", - განაცხადა აზარენკამ.

მართლაც, თავდაპირველად, ბელორუსს მშობიარობის შემდეგ კორტზე დაბრუნება სტენფორდში ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს უფრო ადრე - მალიორკას ტურნირზე გააკეთა, რის შემდეგაც უიმბლდონზე ითამაშა და იქ მერვედფინალამდე მიაღწია.

სტენფორდის ტურნირი სტარტს დღეს იღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული