წელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ვეღარ ვნახავთ

AutoSharing Option
სერბი ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩის იდაყვის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 2018 წლამდე ვერ შეძლებს თამაშს. ასე რომ, "დიდი სლემის" ტურნირების 11-გზის ჩემპიონისთვის წლევანდელი სეზონი დასრულებულია. ამის შესახებ ჩოგბურთელმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა ბოლო მატჩი უიმბლდონის მეოთხედფინალში ჩაატარა, როცა ტომაშ ბერდიხთან შეხვედრა მეორე სეტში ტრავმის გამო შეწყვიტა. იმ მატჩის შემდეგ, სერბმა აღიარა, რომ დაახლოებით წელიწადნახევარი იდაყვის ტრავმით თამაშობდა.
გია თვალაბეიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული