ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობაზე დავიდ ფერერთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებლად იასპარეზა გერმანიის ღია პირველობაზე ჰამბურგში, რომლის საპრიზო ფონდიც 1,5 მილიონი ევროა.

ბასილაშვილი, რომელიც ახლახან 11 საფეხურით დაქვეითდა რეიტინგში და 62-ე ჩოგანი გახდა, პირველ წრეში 35 წლის ესპანელ დავიდ ფერერს (33) ხვდებოდა.

ბრძოლა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ფერერის გამარჯვებით დასრულდა - 6:2, 3:6, 6:3. ბასილაშვილმა თამაშის განმავლობაში 6-ჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და ოთხჯერ იმარჯვა მეტოქისაზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი სტაბილურობა სჭირდება ამ ბიჭს! წარმატებები!
ირაკლი
17:46 26-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული