რა ვიცით მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

AutoSharing Option
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები კიდევ ძალიან მცირეა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი ნოემბერში ამერიკაში უნდა გადაეყვანათ, თავის რანჩოზე და მკურნალობა იქ გაეგრძელებინა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შუმახერის მენეჯერის განცხადებით, მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი და ოჯახის პირადი საქმეა და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ აპირებენ.

მისივე თქმით, ოჯახს სასწაულის და შუმახერის გამოჯანმრთელების იმედი ჯერ კიდევ აქვს.

2013 წლის დეკემბრის ბოლოს, შუმახერმა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ მარიბელში თხილამურებით სრიალისას მიიღო თავის ქალის ტრავმა.

მომზადებულია mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ოჯახი მაგრად უბერავს, ეგეთი რამის დამალვის აზრს ვერ ვხედავ.
oeee
10:28 21-12-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული