ფორმულა 1: მექსიკაში რბოლა მაინც იქნება

AutoSharing Option
მექსიკაში მომხდარი მიწისძვრა ხელს არ შეუშლის ქვეყანაში ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებას. მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში მექსიკის გრან პრის თარიღი - 29 ოქტომბერია.

ერმანოს როდრიგესის სახელობის ავტოდრომის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრას არ დაუზიანებია ტრასის ინფრასტრუქტურა.

"ტრასა დაზიანებული არ არის, ჩვენ ყველაფერი შევამოწმეთ, - განაცხადა Motorsport-თან კომენტარში ავტოდრომის წარმომადგენელმა. - ჩვენ გავათავისუფლეთ სამუშაოსგან პერსონალი, რათა მათ შეძლონ დროის გატარება საკუთარ ოჯახებთან ერთად. შემდეგ კი დავუბრუნდებით ტრასის მომზადებას მექსიკის გრან პრისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული