ბოტასი მერსედესში რჩება

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის "მერსედესის" შემადგენლობა არ შეიცვლება. გერმანულმა საჯინიბომ ფინელ ვალტერი ბოტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება ერთწლიანია და ის 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ბოტასი "მერსედესის" პილოტი ამა წლის იანვარში გახდა, როცა ნიკო როსბერგმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

2017 წლის ჩემპიონატის 13 ეტაპის შემდეგ, ფინელს 197 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული