Bugatti Chiron-ით სიჩქარის რეკორდი დამყარდა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, კოლუმბიელმა ხუან-პაბლო მონტოიამ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა ჰიპერკარის Bugatti Chiron-ის პილოტირებისას.

მიღწევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონტოიამ ადგილიდან საათში 400 კილომეტრი სიჩქარე განავითარა, რის შემდეგაც მანქანა გააჩერა და მთელი ამ მანევრისთვის 41.96 წამი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში, ავტომობილმა 3.1 კილომეტრი გაიარა.

Bugatti Chiron აღჭურვილია 8-ლიტრიანი W16 ძრავით, რომლის სიმძლავრეა 1500 ცხენის ძალა. მოდელის ტირაჟი 500 ეკზემპლიარამდეა შეზღუდული, ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.

2018 წელს, კომპანია Bugatti აპირებს სერიული ავტომობილებისთვის სიჩქარის რეკორდის დამხობას, რომელიც თავადვე ეკუთვის. ის
2010 წელს არის დამყარებული და საათში 431.072 კილომეტრს უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული