ზაუბერი ალფა რომეო გახდება

AutoSharing Option
შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა", შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის ბრენდი შეიცვალოს.

როგორც F1i წერს, "ზაუბერი", რომელმაც უფრო მჭიდრო პარტნიორობა დაიწყო "ფერარისთან" ფრედერიკ ვასერის ხელმძღვანელობით, 2018 წლიდან, შესაძლოა, "ალფა რომეს" სახელით გამოვიდეს.

გარდა ამისა, უახლოეს დროში უნდა გამოცხადდეს კონტრაქტის გაფორმების შესახებ "ფერარის" ახალგაზრდული პროგრამის პილოტთან შარლ ლეკლერთან, რომელიც მომავალ სეზონში პარტნიორობას მარკუს ერიქსონს გაუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული