ფორმულა 1: არეულობა "ფორს ინდიაში"

AutoSharing Option
სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა კვირას, ბელგიის გრანპრის დროს მომხდარ ინციდენტს, როცა ტრასაზე ერთმანეთს შეეჯახნენ "ფორს ინდიას" პილოტები - სებასტიან ოკონი და სერხიო პერესი. ინდური საჯინიბოს სპორტულმა დირექტორმა ოტმარ ზაფნაუერმა განაცხადა, რომ გუნდი განიხილავს საპრიზო პილოტების რბოლებიდან ჩამოშორების ვარიანტს იმ შემთხვევაში, თუ თანაგუნდელები ისევ შეეჯახებიან ერთმანეთს.

"თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, განვიხილავთ ამგვარ ვარიანტს, - ამბობს Autosport-თან კომენტარში ზაფნაუერი. - უნდა ვიფიქროთ, ვის ვანდოთ ადგილი ბოლიდში. იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ მათ ადგილი ვერ გაუყვიათ ტრასაზე, გუნდი კი ამით ზარალდება. პირველ რიგში,
გუნდზე უნდა ვიზრუნოთ".

ალონსოს ულტიმატუმი: ან მე ან "ჰონდა"
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ ულტიმატუმი წაუყენა ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენს" კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. ესპანელის ხელშეკრულებას წლევანდელი სეზონის ბოლოს გასდის ვადა.

როგორც ალონსო აცხადებს, ის არ დარჩება "მაკლარენში", თუ ეს უკანასკნელი გააგრძელებს "ჰონდას" ძრავების გამოყენებას. ესპანელმა მოითხოვა იაპონური კომპანიის ძალისმიერი აგრეგატების შეცვლა სხვა ნებისმიერი მიმწოდებლის ძრავებით.

ალონსოს შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ესპანელი ბოლო ადგილიდან დაიწყებს კვირას იტალიის გრანპრის, რადგან "ჰონდა" ძრავაში მორიგ ცვლილებებს გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული