ფორმულა 1. ბელგიის გრანპრი: ლუისი შუმის დაეწია და ფეტელს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ბელგიის სპაში განახლდა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი. და გაგრძელდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა სებასტიან ფეტელსა და ლუის ჰემილტონს შორის.

ბელგიის გრანპრი ერთგვარად ისტორიული აღმოჩნდა ჰემილტონისთვის. მან კარიერაში 68-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა აბსოლუტურ რეკორდსმენს, ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს. მეორე ადგილზე გავიდა ფეტელი. შემდეგ მოდიოდნენ - ბოტასი, რაიკონენი, ფერსტაპენი, რიკარდო...

რბოლის სტენოგრამა
- სტარტზე ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა. პირველ ექვსეულში ცვლილებები არ მომხდარა. უკან კი ალონსომ ოთხი პოზიცია მოიგო.

- პირველი ათეული ორი წრის შემდეგ: ჰემილტონი - ფეტელი - ბოტასი - რაიკონენი - ფერსტაპენი - რიკარდო - ალონსო - ჰიულკენბერგი - ოკონი - მაგნუსენი.

- მეოთხე წრისთვის ჰემილტონი წამნახევრით გაექცა ფეტელს და თავს კომფორტულად გრძნობდა.

- მერვე წრეზე ფერსტაპენის მანქანამ სიჩქარე დაკარგა ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ჰოლანდიელი რბოლას გამოეთიშა.

- პირველი ათეული 10 წრის შემდეგ: ჰემილტონი - ფეტელი - ბოტასი - რაიკონენი - რიკარდო - ჰიულკენბერგი - ოკონი - პერესი - გროსჟანი - ალონსო.

- მე-13 წრეზე ჰემილტონმა საბურავები შეცვალა, მე-14 წრეზე -ბოტასმა, მე-15 წრეზე - ფეტელმა და რიკარდომ.

- ჰემილტონმა ახალი Soft-ით წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და გაუსწრო ლიდერ კიმი რაიკონენს, რომელიც ჯერ არ იყო ბოქსებში შესული.

- მე-16 წრეზე პიტსტოპი შეასრულა რაიკონენმა. სულ მალე, სტიუარდებმა ფინელი 10-წამიანი ჯარიმით დასაჯეს იმის გამო, რომ მან ყვითელი დროშების მოქმედების ზონაში სიჩქარე არ დააგდო. მე-18 წრეზე რაიკონენი ჯარიმის მოსახდელად ბოქსებში შევიდა.

- Soft-ის საბურავებით ფეტელმა სისწრაფეს მოუმატა და შეამცირა ჩამორჩენა ჰემილტონთან. საპასუხოდ, ლუისმა ტემპი გაზარდა და ისევ ცოტათი დაშორდა გერმანელს - სხვაობა წამზე ოდნავ მეტი იყო.

- პირველი ათეული 20 წრის შემდეგ: ჰემილტონი - ფეტელი - ბოტასი - რიკარდო - ჰიულკენბერგი - რაიკონენი - ოკონი - პერესი - გროსჟანი - მაგნუსენი.

- 25-ე წრეზე რაიკონენმა გაუსწრო ჰიულკენბერგს მეხუთე პოზიციისთვის ბრძოლაში.

- 27-ე წრეზე რბოლა დაასრულა ფერნანდო ალონსომ. პრობლემა ისევ ძრავა აღმოჩნდა.

- 30-ე წრეზე "ფორს ინდიას" პილოტები შეეჯახნენ ერთმანეთს. ტრასაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა და უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. სწორედ ამ მომენტში, ყველა პილოტმა შეცვალა საბურავები. "ფერარის" ბოქსებში მცირე პრობლემა შეიქმნა ფეტელის მანქანაზე მარჯვენა უკანა საბურავის შეცვლისას.

- პირველი ათეული უსაფრთხოების მანქანის უკან: ჰემილტონი - ფეტელი - ბოტასი - რიკარდო - რაიკონენი - ჰიულკენბერგი - გროსჟანი - მასა - მაგნუსენი - ოკონი.

- ჰემილტონმა და ბოტასმა Soft-ის ახალი საბურავები მიიღეს რბოლის ბოლო ნაწილისთვის, ფეტელმა და რაიკონენმა - UltraSoft.

- 34-ე წრეზე გამოცხადდა რესტარტი. ჰემილტონმა მოიგერია ფეტელის შეტევები. რიკარდომ და რაიკონენმა ბოტასს გაუსწრეს.

- ჰემილტონმა ტემპი გაზარდა და დაცილდა ფეტელს იმ დისტანციაზე, რომელიც გერმანელს DRS-ის გამოყენების საშუალებას არ აძლევდა.

- პირველი ათეული 40 წრის შემდეგ: ჰემილტონი - ფეტელი - რიკარდო - რაიკონენი - ბოტასი - ჰიულკენბერგი - გროსჟანი - მასა - ოკონი - საინსი.

- ლუის ჰემილტონმა მოიგო ბელგიის გრანპრი, რითაც სეზონში მეხუთე და კარიერაში 58-ე გრანპრი მოიპოვა. სებასტიან ფეტელი მეორე ადგილზე გავიდა და ახლა, მასსა და ლუისს შორის სხვაობა შვიდ ქულამდე დავიდა.

უკვე ერთი კვირის შემდეგ, ბრძოლა იტალიაში გაგრძელდება.

ბელგიის გრანპრი
სპა. 44 წრე, 308.052 კმ
1(4). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 1:24.42,820 (2)
2(1). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +2,358 (2)
3(6). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +10,791 (2)
4(2). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +14,471 (3)
5(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +16,456 (2)
6(12). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) +28,087 (2)
7(14). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) +31,553 (2)
8(19). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) +36,649 (2)
9(11). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +38,154 (3)
10(9). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) +39,447 (2)

11(17). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) +48,999 (2)
12(16). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) +49,940 (2)
13(10). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) +53,239 (2)
14(8). სტოფელ ვანდორნი (ბელ, მაკლარენი) +57,078 (2)
15(16). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) +67,262 (3)
16(20). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) +69,711 (3)
17(13). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე (3)

ფინიშზე ვერ მივიდნენ
6(7). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 18 წრე
5(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 36 წრე
15(18). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 42 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 220 (4 მოგება)
2. ლუის ჰემილტონი - 213 (5)
3. ვალტერი ბოტასი - 179 (2)
4. დანიელ რიკარდო - 132 (1)
5. კიმი რაიკონენი - 128
6. მაქს ფერსტაპენი - 67
7. სერხიო პერესი - 56
8. ესტებან ოკონი - 47
9. კარლოს საინსი - 36
10. ნიკო ჰიულკენბერგი - 34

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 392
2. ფერარი - 348
3. რედ ბული - 199
4. ფორს ინდია - 103
5. უილიამსი - 45
6. ტორო როსი - 40
7. ჰაასი - 35
8. რენო - 34
9. მაკლარენი - 11
10. ზაუბერი - 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული