სხვა

ავტოსპორტი

ფერნანდო ალონსო ჩემპიონობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ აღიარა, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ესპანელმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტად ფორმულა 1-ში გამოსვლა რჩება.

"ფორმულა 1 კვლავინდებურად რჩება ჩემს პრიორიტეტად, - განაცხადა CNN-თან კომენტარში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა. - ეს ჩემი ცხოვრებაა, ჯერ ისევ მაქვს ჩემპიონატის მოგების იმედი. შესაძლოა, კიდევ მომიწიოს ინდიკარში გამოსვლამ, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. თუ ვერ გამოვნახავ პროექტს, რომელიც ფორმულა 1-ში გამარჯვებაზე ბრძოლის საშუალებას მომცემს, მაშინ სხვა სერიებს განვიხილავ. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნოემბერ-დეკემბერში მივიღებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ