ფორმულა 1-ში ერთმანეთს ვიდეოთამაშების მოყვარულებიც შეეჯიბრებიან

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მფლობელები პირველად ისტორიაში ჩაატარებენ ავტორბოლაში ქიბერსპორტულ ჩემპიონატს, - იტყობინება სააგენტო "როიტერი".

ტურნირი F1 2017-ის სიმულატორის მეშვეობით გაიმართება. ჩემპიონატის ჩატარების შესახებ, ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

სტარტი დაგეგმილია სექტემბერში. პირველი ეტაპი იქნება კვალიფიკაცია, რომლის შედეგების მიხედვით, 40 საუკეთესო ქიბერმრბოლელი ნახევარფინალში გავა. ეს სტადია 10-11 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, მისი ჩატარება რეალური ფორმულა 1-ის ბოლო ეტაპის - აბუ დაბის გრანპრის პარალელურად იგეგმება. ეს 24-25 ნოემბერს მოხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული