შუმახერის შვილმა ძალები მამის მანქანაზე მოსინჯა

AutoSharing Option
ფორმულა 3-ის პილოტმა მიკ შუმახერმა თავისი ლეგენდარული მამის - მიხაელ შუმახერის 1992 წლის ბოლიდზე - "ბენეტონ-ფორდ B194"-ზე ძალები მოსინჯა.

უმცროსმა შუმახერმა ფორმულა 1-ის მანქანით ტესტი ბელგიის "სპაზე" გაიარა და ეს აქცია მიხაელ შუმახერის ფორმულა 1-ში პირველი გამარჯვების 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს სწორედ ბელგიაში მოხდა 1992 წელს.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული