სხვა

ავტოსპორტი

ფორმულა 1: "ასტონ მარტინი" "დიდ ცირკში" მიდის

AutoSharing Option
"ასტონ მარტინის" აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი პალმერმა დაადასტურა ბრიტანული ავტომწარმოებლის ინტერესი ფორმულა 1-ის მიმართ. ამასთან, კომპანიაში ელოდებიან ძრავების შემუშავებაზე ხარჯების შემცირებას.

"ჩვენი პარტნიორობა "რედ ბულთან" და ედრიან ნიუისთან, რომელიც სპორტკარის შემუშავებას უკავშირდება, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად ჩართულები ვართ ფორმულა 1-ის სამყაროში. მოდით ვიკითხოთ, გვინდა თუ არა აქ გუნდი? იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი "ფერარია", პასუხი ცხადია.

ამასთან, ჩვენ მზად არ ვართ სეზონში 350-400 მილიონ დოლარის ჩასადებად. თუ ძრავების შემუშავებაზე ფასები გონივრული იქნება, ჩვენ მივუახლოვდებით მიზანს. ყველა სწორი მიმართულებით მოძრაობს,
მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფორმულა 1 უფრო მეტად უნდა იყოს შოუ და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ძრავების ხმაური.

ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ სიჩქარე, მაგრამ დავწიოთ ფასები. საკითხი იმაშია, როგორ გავაკეთოთ ეს? რთულია ნებისმიერის ინტერესების დაკმაყოფილება. სექტემბერში უფრო ნათელი სურათი გვექნება", - მოჰყავს პალმერის სიტყვები F1Today-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"