ფორმულა 1: ოკონი - ყველაზე სტაბილური

AutoSharing Option
"ფორს ინდიას" ფრანგი პილოტი სებასტიან ოკონი 2017 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა.

20 წლის ავტომრბოლი მხოლოდ პირველ სრულ სეზონს ატარებს ფორმულა 1-ში, მიუხედავად ამისა, შეძლო ქულების დაგროვება აქამდე ჩატარებული 10 ეტაპიდან ცხრაში.

შვეიცარიულმა გაზეთმა Blick-მა გამოთვალა, რომ ოკონმა გასულ უქმეებზე ბრიტანეთის გრანპრის შემდეგ, ერთგვარი რეკორდი დაამყარა: ესტებანმა ზედიზედ 44-ე რბოლაში მიაღწია ფინიშამდე. ამ სერიაში იგულისხმება ახალგზარდული ფორმულები, რომელშიც ის 2016 წლამდე გამოდიოდა.

მისი ბოლო გამოვარდნა დაფიქსირდა 2014 წლის აგვისტოში, ფორმულა 3-ის ეტაპზე, რის შემდეგაც, ოკონი შესაშურ სტაბილურობას აჩვენებს. თუმცა, რბოლების
რაოდენობა, რომლებშიც ის ფინიშამდე მივიდა 45-ია და არა 44, რადგან 2015 წელს, ავსტრიაში GP3-ის სერიისას ფინიშამდე მივიდა, მაგრამ დისკვალიფიკაცია მიიღო.

ფორმულა 1-ში სტაბილურობის რეკორდი ეკუთვნის ნიკ ჰაიდფელდს: თავის დროზე, გერმანელმა ზედიზედ 41 გრანპრის ფინიშამდე მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული