დაუმარცხებელია ორი: "ჰაილენდერზი" და "სტორმერზი"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მეოთხე ტურში რამდენიმე შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა. A ჯგუფში მოასპარეზე ტურნირის ფავორიტმა, სიდნეის "ვორათაზმა" შინ წააგო პერთის "ფორსთან" მინიმალური ანგარიშით 20:21. სიდნეელთა ასეთ ცუდ სტარტს არავინ ელოდა. მათ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგეს. თუმცა არც "ფორსი" ბრწყინავს. მისთვის ეს წლეულს პირველი გამარჯვება იყო.

ამავე ჯგუფში "მელბურნ რებლზმა" ასევე შინ წააგო ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" - 26:33. სტუმრები დასაწყისშივე დაწინაურდნენ და 23-ე წუთისთვის უკვე 20:7 იგებდნენ. მელბურნელებმა ჯეიმზ ოკონორის მეთაურობით ერთხელ კიდევ გაიბრძოლეს, 64-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს -26:23, თუმცა
მაინც დამარცხდნენ.

შესანიშნავად ასპარეზობს B ჯგუფში დანიდინის "ჰაილენდერზი", რომელიც კეიპთაუნის "სტორმერზთან" ერთად ჯერაც დაუმარცხებელია. დანიდინელებმა ამჯერად სტუმრად დაამარცხეს ველინგთონის "ჰარიკენზი" - 19:17. "სტორმერზმა" კი, რომელიც C ჯგუფის ლიდერია, შინ მოუგო ოქლენდის "ბლუზს" - 27:17.

A ჯგუფი
ვორათაზი-ფორსი 20:21, მელბურნ რებლზი-ჩიტაზი 26:33.
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 13 ქულა, 2. ბრამბიზი - 9, 3. ვორათაზი - 8, 4. ფორსი - 5, 5. მელბურნ რებლზი - 2.

V ტური
მელბურნ რებლზი-ფორსი, ვორათაზი-ნატალ შარქსი, ბრამბიზი-ჰაილენდერზი.

B ჯგუფი
ჩიფსი-ბრამბიზი 29:22. ჰარიკენზი-ჰაილენდერზი 17:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰაილენდერზი - 16 ქულა, 2. ჩიფსი - 14, 3. ჰარიკენზი - 10, 4. კრუსეიდრზი - 6, 5. ბლუზი - 5.

V ტური
ბლუზი-ჰარიკენზი, კრუსეიდერზი-ჩიტაზი.

C ჯგუფი
სტორმერსი-ბლუზი 27:17, ნატალ შარქსი-რედსი 27:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 12 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 11, 3. ბლუ ბულზი - 10, 4. ლაიონზი - 5, 5. ჩიტაზი - 2.

V ტური
ბლუ ბულზი-რედსი, ლაიონზი-სტორმერზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული