ფინალი: "წითლები"-"ჯვაროსნები"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება დასასრულს მიუახლოვდა. ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო ზეპური რაგბის ყველაზე ტიტულოვანი ახალზელანდიური გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" და წლეულს რეგულარულ გათამაშებაში შესანიშნავად მოთამაშე ბრისბენის "რედსი" გავიდნენ.

ბრისბენელებმა ნახევარფინალში შინ ახლი ზელანდიის კიდევ ერთი უძლიერესი კლუბი, ოქლენდის "ბლუზი" დაამარცხეს - 30:13. "წითლებმა" მეტოქის ვარსკვლავებით მოჭედილ გუნდს შანსი არ დაუტივეს. თავად განსაჯეთ, "ბლუზში" ახალი ზელანდიის ნაკრების ლამის ნახევარი თამაშობს - ჯო როკოთოკო, ლუკ მაკალისტერი, კევინ მეალამუ, ჯონ აფოა, ალი ვილიამსი, ჯერომ კაინო "ოლ ბლექსის" წამყვანი მოთამაშეები არიან, რომებსაც შინაურ კედლებში მსოფლიოს თასის
მოგების ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს.

"რედსმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღო. ოთხიდან ორი ლელო მასპინძლებმა პირველ ტაიმში მიითვალეს და მშრალი ანგარიშით 15:0-ს იგებდნენ. "ბლუზმა" მეტოქის ჩათვლის მოედანში მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთზე შეაღწია და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე შეამცირა.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ბრისბენელები მატჩის მსვლელობას ყურადღებით აკონტროლებდნენ და სტუმრებს კიდევ ორი უპასუხო ლელო აგემესეს. მატჩის გმირი კი უდავოდ ავსტრალიელთა გარემარბი როდ დევისი იყო, რომელმაც სამი ლელო გაიტანა. შესანიშნავად ითამაშა მგეზავმა ქუადე კუპერმაც, რომლის ანგარიშზეც ორი გარდასახვა, თითო არეკნი და საჯარიმოა.

"რედსი" ფინალში შინ ითამაშებს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან", რომელმაც სტუმრად მოუგო დღეისთვის საუკეთესო სამხრეთაფრიკულ გუნდს, კეიპთაუნის "სტორმერზს" - 29:10. "ჯვაროსნებმა" ერთი შეხედვით იოლად დაჩაგრეს მასპინძლები. მაგრამ რეალურად, მათი წარმატების მთავარი მიზეზი დაცვაში უშეცდომო თამაშია. ქრაისთჩერჩელები კეიპთაუნელების შემოტევებს კარგად იგერიბებდნენ და საკუთარ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ. ამდენად 30-ე წუთისთვის "კრუსეიდერზი" მეტოქეს 23:3-ს უგებდა.

მეორე ტაიმში "სტორმერზს", ფაქტობრივად, აღარ უბრძოლია. "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მგეზავი დენ კარტერი იყო, რომელმაც გუნდს 19 ქულა მოუტანა (ხუთი საჯარიმო და ორი გარდასახვა).

ნახევარფინალი
სტორმერზი-კრუსეიდერზი 10:29, რედსი-ბლუზი 30:13

ფინალი
რედსი-კრუსეიდერზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თასი წითლებისაა... :)
omar korgazakhia
11:52 05-07-2011
0

სიახლეები პოპულარული