ორი მატჩის ორი ბილეთი, საგზური პლეი ოფში

AutoSharing Option
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტური კანბერის "ბრამბიზისა" და დებიუტანტ "მელბურნ რებლზის" მატჩით გაიხსნა. ორივე გუნდი აბსოლუტურად უმოტივაციოდაა დარჩენილი, თუმცა მიუხედავად ამისა თამაში საკამოდ საინტერესო სანახავი გამოდგა.

მელბურნელთა შემადგენლობაში კვალავ გამოჩნდა ინგლისელი მგეზავი დენი სიპრიანი, რომელმაც გუნდის თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ მოაპოვებინა - 17:32. დენიმ ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაიტანა (7 ქულა).

ბრამბიზელებმა ახლბედა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს. ყველაზე შედეგიანი კი მგეზავი მეთ გიტო გამოდგა, რომელმაც ერთი ლელო, ერთი საჯარიმო და ორი გარდასახვა მიითვალა (12 ქულა).

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა ჰემილთონის "ჩიფსისა" და ველინგთონის "ჰარიკენზის" დაპირისპირება - 18:18. ეს წყვილი, პირველის მსგავსად, ასევე უმოტოვაციოა, თუმცა ერთმანეთთან ძველი ანგარიშები აქვთ და არაფერი დათმეს.

პირველი ტაიმი ჰემილთონელებმა 15:5 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ რადიკალურად სახეცვლილ მეტოქეს მხოლოდ სამი ქულა აართვეს. "ჰარიკენზმა" მეორე ნახევარში შესანიშნავად ითამაშა და მატჩის ფრედ დასრუება მოახერხა.

მე-17 ტურში ყველაზე საინტერესო ორი შეხვედრა იქნება. ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვაბნი გუნდი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი", რომელიც 53 ქულით საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილზეა შინ მესამეადგილოსან ოქლენდის "ბლუზს" ეთამაშება, რომელსაც ორი ქულით მეტი დაუგროვდა. ხოლო მეორე ადგილზე მჯყოფი კეიპთაუნის "სტორმერზი" შარშანდელ ჩემპიონ პრეტორიის "ბლუ ბულზს" უმასპინძლებს. პრეტორიელებს 49 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილე არიან.

პირველი წყვილში მატჩის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა ჯვაროსნებისთვის აქვს. თუ "სტორმერზი" შინ "ლურჯი ხარების" დამარცხებას შეძლებს, ქრაისთჩერჩელები გამარჯვების შემთხვევაში ცალი ფეხით პლეი ოფში იქნებიან.

ოქლენდელები სტუმრად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ და მეტოქეს, სავარაუდოდ, დიდ ბრძოლას გაუმართავენ. განსაკუთრებით მრისხანედ გამოიყურება "ბლუზის" უკანა ხაზი, შუამარბის პოზიციებზე ითამაშებენ სტენლი ბენსონი და ლუკ მაკალისტერი, მგეზავი სტივენ ბრეტი იქნება, დიდი იმედი უყურებენ "ბლუზის" ქომაგები გარემარბებს, ჯო რკოთოკოს და რენე რენჯერს.

"კრუსეიდერზს" ერთი დიდი დანაკლისი აქვს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის ლიდერი და კაპიტანი რიჩი მაკქოუ. თუმცა მისმა დუბლიორმა მეთ ტოდდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ რიჩის შეცვლა ნაკრებშიც შესანიშნავად შეუძლია.

სამაგიეროდ მწყობრში არიან მგეზავი დენ კარტერი და შუამარბი სონი ბილ ვილიამსი. ერთი სიტყვით, ბუქმეიკერებს მიაჩნიათ, რომ მაკქოუს არყოფნის მიუხედავად, ფავორიტი მაინც "კრუსეიდერზია".

სამხრეთაფრიკულ დერბიში "სტორმერზსა" და "ბლუ ბულზს" შორის მუდამ უშეღავათო ბრძოლაა. ამჯერად სასწორზე უფრო მეტი რამ დევს, ვიდრე, უბრალოდ, ერთი კონკრეტული მატჩის ბედი. თუ "ლურჯი ხარები" მოიგებენ პლეი ოფში თამაშის უფელბას გაინაღდებენ, თუ არა, მაშინ დიდი შანსია მის მიღმა დარჩნენ.

აუცილებლად გამარჯვება სჭირდება "სტორმერზსაც". ამ შემთხვევაში ის პლეი ოფში მასპინძლის უფლებას მოიპოვებს, თუ არადა ბოლო ტურის შედეგის გათვალისწინებით, ადვილი შესაძლებელია სტუმრად მოუწიოს თამაშმა.

XVII ტური
A ჯგუფი
ბრამბიზი-მელბურნ რებლზი 32:1, ვორათაზი-ჰაილენდერზი, ფორსი-რედსი
სატურნირო მდგოამრეობა
1. რედსი - 58 ქულა, 2. ვორათაზი - 47, 3. ბრამბიზი - 33, 4. ფორსე - 32, 5. მელბურნ რებლზი - 23

B ჯგუფი
ჩიფსი-ჰარიკენზი 18:18, კრუსეიდერზი-ბლუზი
სატურნირო მდგომრეობა
1. ბლუზი - 55 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 53, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჰარიკენზი - 41, 5. ჩიფსი - 40.

C ჯგუფი
ლაიონზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ბლუ ბულზი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 57 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 51, 3. ბლუ ბულზი - 49, 4. ჩიტაზი - 35, 5. ლაიონზი - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული