ოთხი მელბურნელი და სამი სიდნეელი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მეორე ტურში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ახალმა გუნდმა "მელბურნ რაბლზმა" ისტორიაში პირველი გამარჯვება მიითვალა.

მელბურნეებმა უმძიმეს ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს ბრისბენის "ბრამბიზი" - 25:24. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხი მელბურნელი მოხვდა. ამათგან ერთ-ერთი კი მატჩის გმირი დენი სიპრიანი გახლავთ.

წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს კიდევ ერთი ავსტრალიური კლუბი, სიდნეის "ვორათაზი", რომელმაც ორი მატჩიდან ორივე დამაჯერებლად მოიგო. ლოგიკურია, რომ ამ კვირაში, საუკეთესოთა შორის სამი სიდნეელი მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები: 15. ქართლი ბეილი (ვორათაზი), 14. ოდოვა ნდუნგანე (ნატალ შარქსი), 13.
რობ ჰორნი ,12. ჯულიან ჰაქსლი (ორივე-მელბურნ რებლზი), 11. დრიუ მიტჩელი (ვორათაზი), 10. დენი სიპრიანი (მელბურნ რებლზი), 9. კარლ მაკლოიდი (ნატალ შარქსი).

1. ჯეიმზ მაკინტოში (ჰაილენდერზი), 2. ტატაფუ პოლოტანაუ (ვოათაზი), 3. გრეგ სომერვილი (მელბურნ რებლზი), 4. მარკ ჩისლომი (ბრამბიზი), 5. ვიკტორ მეტფილდი (ბლუ ბულზი), 6. ადამ თომსონი (ჰაილენდერზი), 7. ჯოშ სტრაუსი (ლაიონზი), 8. ეშლი ჯონსონი (ჩიტაზი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული