ივნისის ტესტები: ევროპელებს შანსი აქვთ "ვოლაბებს" სძლიონ, ახლა, ან არადროს

AutoSharing Option
ივნისის ტესტების მორიგ შეხვედრებში ევროპელებისა და სამხეთ ნახევარსფეროს ბობოლებს შორის წყვილები უცვლელია. პირველ მატჩებში გამარჯვება მასპინძელ სამხრეთელებს დარჩათ. სავარაუდოდ, ვითარება არც ამჯერად შეიცვლება.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები დურბანში ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ბოკეს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეირემა, რომელსაც გუნდთან სამუშაოდ ერთი კვირა ჰქონდა, ფულბეკად ახალგაზრდა პატრიკ ლამბიე გაამწესა, რომელიც სინამდვილეში ამპლუით მგეზავია.

"პომები" იმედოვნებენ, რომ პირველი მატჩისგან განსხვავებით, მათი უკანა ხაზი ბევრად აქტიური იქნება და მეტოქის დაცვას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან.

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი
სამ. აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ჯი პი
პიტერსენი, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ევან ეცბეტი, 5. იუანდერ კრუხერი, 6. მარსელ კუცია, 7. ვილემ ალბერტსი 8. პიერ სპისი.
16. ადრიან სტრაუსი, 17. ვერნ კრუხერი, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. კიგან დენიელი, 20. რუან პინარი, 21. ვინანდ ულიფიე, 22. ბიორნ ბესონი.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ჯონათან ჯოსეფი, 12. მანუ ტუილაგი, 11. დევიდ სტრიტლი, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ჯეფ პერლინგი, 6. ტომ ჯონსონი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მორგანი.
16. ლი მეარსი, 17. ალექს კორბსეირო, 18. ტომ პალმერი, 19. ტომას ვალდრომი, 20. ლი დიქსონი, 21. ოუენ ფარელი, 22. ალექს გუდი.

* * *
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული და ევროპის საუკეთესო გუნდი უელსის ნაკრები მელბურნში, ავსტრალიის ეროვნული გუნდის დამარცხებას შეეცდება.

მასპინძელმა "ვოლაბებმა" პირველ შეხვედრაში გაჭირვებით შეძლეს საკუთარი ქომაგის გახარება, მაგრამ "წითელ ურჩხულებს" ბევრად მეტი ამბიციები აქვთ, ვიდრე ავსტრალიელებთან კარგი თამაშით მარცხია.

აღსანიშნავია, რომ უელსის ნაკრებს დაუბრუნდა ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი უორენ გეთლენდი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ ავტოკატასტროფაში მოხვდა და ორივე ფეხი თაბაშირში ჰქონდა. საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს მისი დაბრუნება უელსელ მორაგბეებზე.

ერთი სიტყვით, ევროპელებს შანსი აქვთ "ვოლაბებს" სძლიონ, ახლა, ან არადროს.

ავსტრალია-უელსი
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. კუპერ ვუნა, 13. რობ ჰორნი, 12. პეტ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ბერიკ ბარნსი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ საიმონსი, 5. ნათან შარფი, 6. სკოტ ჰიგინბოთამი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ვიკლიფი პალუ.
16. სტივენ მური, 17. ბენ ალექსანდერი, 18. დეივ დენისი, 19. მიქაელ ჰუპერი, 20. ნიკ ვაითი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. მაიკ ჰარისი.

უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. აელქს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ეშლი ბეკი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეტლინ ჯენკინსი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. რაიან ჯოუნზი.
16. რიჩარდ ჰიბარი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ლუკ ჩარტერისი, 19. ჯასტინ ტიპურიჩი, 20. რის ვები, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.


* * *
მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიიის ნაკრები კი ქრაისთჩერჩში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

პირველ მატჩში "ოლ ბლექსმა" მეტოქე იოლად დაამარცხა 42:10. მოსალოდნელია, რომ "სამყურებს" იგივე, შესაძლოა, უფრო უარესი დღეც ელით.

მასპინძელთა თავკაცმა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა და ახლა ამ მატჩში მოგებით, მისი მორაგბები კიდევ ერთხელ მიაგებენ პატივს ქრაისთჩერჩში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ თანამემამულეებს.

ახ.ზელანდია-ირლანდია
ახ.ზელანდია: 15. ისრაელ დაგი, 14. ზაკ გილფორდი, 13. კონრად სმიტი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმიტი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედლი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ადამ თომსონი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ ბრენქსი, 18. ალი ვილიამსი, 19. სემ კეინი, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმითი

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ფრგუს მაკფადენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიმ როსი, 4. დენ ტაჰოი, 5. დონჩა რაიანი, 6. კევინ მაკლუჰინი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 12. დეკლან ფიცპატრიკი, 18. დონჩა ოკალაჰანი, 19. პიტერ ომაჰონი, 20. ეუან რიდანი, 21. რონან ოგარა, 22. საიმონ ზებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული