ბრიტანელმა მორაგბემ ბოჭვისას კინაღამ სასქესო ორგანო დაკარგა

AutoSharing Option
საფრანგეთის PRO D2-ის გუნდ "კარკასონში" მოთამაშე ბრიტანელ მორაგბე ჰაიდნი პიკოკს თამაშის დროს მიღებული უცნაური ტრავმის შემდეგ პენისზე 11 ნაკერის დადება დასჭირდა. ამის შესახებ The Daily Mail-ი იუწყება.

ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში პიკოკმა ბურთი იგდო ხელთ და გაიქცა, თუმცა გზად მეტოქე გადაეღობა. ბურთიანმა მორაგბემ თითქმის აირიდა ბოჭვა, მაგრამ მეტოქემ ხელი მაინც ჩაავლო... სადაც მოახერხა. 23 წლის ათლეტმა, მიუხედავად ტკივილისა, შესვენებამდე არ დატოვა მოედანი, მაგრამ შემდეგ, როცა დეტალურად გაეცნო ტრავმის შედეგებს, დაზაფრულმა დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.

ჰაიდნის ბედად, ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც თავიდან ჩანდა,
თავად პიკოკი კი იუმორით იღებს იმ ფაქტს, რომ მისი ფოტო გაზეთების პირველ გვერდებზე მოხვდა.

ამბობენ, რომ პიკოკი არ ითვალისწინებს მწვრთნელის რჩევას და გამოჯანმრთელების შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კვლავაც დამცავის გარეშე თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული