ზე რაგბი. III ტური: უძლეველი "ბრამბიზი" და "ნატალ შარქსი"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მესამე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი ორი გუნდიღა დარჩა. ესენია: კანბერას "ბრამბიზი" და დურბანის "ნატალ შარქსი".

კანბერელებმა სტუმრად ითამაშეს A ჯგუფის ერთ-ერთ აუტსაიდერ პერთის "ფორსთან" და 31:14 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მე-20 წუთისთვის უკვე 17:0-ს იგებდნენ და ნათელი გახდა - ამ შეხვედრას არაფრით დათმობდნენ.

გაცილებით ძნელად მოიგო დურბანის "ნატალ შარქსმა", რომელიც ასევე სტუმრად, იმ დროისთვის დაუმარცხებელ კეიპთაუნის "სტორმერზს" შეხვდა და 18:13 მოიგო.

"ზვიგენებმა" პირველი ტაიმი 3:10 დათმეს, თუმცა შესვენების შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და მასპინძლებს გამარჯვების შანსი არ
დაუტოვეს. დურბანელებმა ამ გამარჯვებით თავიანთი ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცეს.

ზე რაგბი
A ჯგუფი
ფორსი-ბრამბიზი 14:31, მელბურნ რებლზი-რედსი 25:23

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 13 ქულა, 2. მელბურნ რებლზი - 8, 3. ვორათაზი - 5, 4. ფორსი - 5, 5. რედსი - 1.

B ჯგუფი
ბლუზი-ჰარიკენზი 19:23, ჰაილენდერზი-ლაიონზი 34:15

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 10 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 10, 3. კრუსეიდერზი - 5, 4. ბლუზი - 5, 5. ჰარიკენზი - 5.

C ჯგუფი
სანვოლვესი-ჩიტაზი 31:32, სტორმერზი-ნატალ შარქსი 13:18

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 10 ქულა, 2. ჩიტაზი - 5, 3. ბლუ ბულზი - 4, 4. სანვოლვესი - 1.

D ჯგუფი
კინგზი-ჩიფსი 24:58

სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 13 ქულა, 2. ლაიონზი - 9, 3. იაგუარსი - 5, 4. კინგზი - 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული