ავსტრალიელმა მორაგბემ გამტაცებლებს თავი დამოუკიდებლად დააღწია

AutoSharing Option
ავსტრალიელი მორაგბე ჯამალ იდრისი გაიტაცეს, თუმცა სპორტსმენმა კრიმინალებისგან თავის დაღწევა დამოუკიდებლად მაინც მოახერხა. ამის შესახებ El Mundo იუწყება.

ინციდენტი ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინში მოხდა, სადაც 25 წლის მორაგბე დასასვენებლად იმყოფებოდა. იდრისმა გამტაცებლებისგან თავის დაღწევა და ოჯახთან დაკავშირება შეძლო.

ჯამალ იდრისი სიდნეის კლუბ "პენრიტ პანტერზში" გამოდიოდა, თუმცა 2015 წელს კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული