ფური, ხუთრო და დუეინი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება დასრულდა და სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლა სარაგბო ქვეყნებმა მომავალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ბატალიებისთვის მზადება დაიწყეს.

ოთხი ერის გათამაშება სტარტს 17 აგვისტოდან აიღებს. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს საბოლოო შემადგენლობები, რომლებიც ამ ტურნირზე იასპარეზებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საბოლოო 30-კაციანი რაზმი გამოაცხადა, სამხრეთ აფრიკის მთავარი მწვრთნელი ჰეინკე მეიერი იყო.

"ბოკეს" შემადგენლობაში მისი დიდი მცდელობის შემდეგ დაბრუნდა ცხრა ნომერი ფური დუ პრი, რომელიც იაპონურ "სანტორიში" თამაშობს.

იაპონურმა გუნდმა "ბოკეს" წამყვანი მოთამაშე მხოლოდ იმ მატჩებისთვის გაათავისუფლა, რომლებშიც სამხრეთაფრიკელები შინ თამაშობენ. სხვა
მატჩებში მას პიტერ ფან ზილი შეცვლის.

მის გარდა მეიერმა კიდევ ორ ისეთ მორაგბეს უხმო, რომლებსაც ნაკრებში დიდი ხანია არ უთამაშიათ. ესენია: "ტულუზის" შერკინების ბურჯი ხუთრო სტენკამპი და კეიპთაუნის "სტორმერზის" მესამეხაზელი დუეინ ვერმულენი.

"ბოკე" ასპარეზობას 17 აგვისტოს დაიწყებს. სუეტოში "ეფ ენ ბი სთედიუმზე" სამხრეთაფრიკელები არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებენ. ეს შეხვედრა ნელსონ მანდელასა და სამხრეთ აფრიკის კლუტურის დღეებს მიეძღვნება.

ერთი კვირის თავზე მეიერი და კომპანია "პუმებს" მენდოსაში ესტუმრებიან. მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს კი, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართავენ. ბოლო ორ ტურში "ბოკე" "ვოლაბებს" და "ოლ ბლექსს" შინ მიიღებს.

"იაპონური გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ფური დუ პრის რაღაც დროის განმავლობაში ნაკრებში არ უთამაშია და ახლა მას ამის შესაძლებლობა მიეცა. რაც ძალიან გვახარებს.

კარგია, რომ მასთან ერთად გუნდს ისეთი გამოცდილი მოთამაშეები დაემატნენ, ხუთრო სტენკამპი და დუეინ ვერმულენი რომ არიან. მათ გვერდით თამაში, ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეებს ბევრ სასარგებლოს მისცემს. მით უფრო, რომ ოთხი ერის ამ გათამაშებაში ძალიან ძნელი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.

არგენტინის ნაკრებმა შარშან გვიჩვენა, რა შეუძლია. ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხიფათს უნდა ველოდოთ მათგან, თუმცა ჩვენ აქცენტს მაინც საკუთარი თამაშის სტილის დახვეწაზე, მის განვითარებაზე გავაკეთებთ." - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა.

ტრავმების გამო "ბოკეს" გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ: ფრანსუა მალერბე, პიტერ სტეფ დუ ტუა, არნო ბოთა, პიერ სპისი, ფრანსუა ჰუგარი, იოჰან გოსენი, იაკო ტაუტე და ფრანსუა სტეინი.

სამხრეთ აფრიკა
პირევლი ხაზი: იანი დუ პლესი, ტენდაი მთავარირა, ტრევორ ნიაკანე, კოენ ოსტჰუიზენი, ხუთრო სტენკამპი, ბისმარკ დუ პლესი, ჩილიბოი რელეპელე, ადრიან სტრაუსი.
მეორე ხაზი: ებენ ესტებესი, ივანდერ კრუხერი, ფლიპ ფან დერ მერვე, ფრანცო ფან დერ მერვე.
მესამე ხაზი: ვილემ ალბერტსი, მარსელ კუცია, სიია კოლისი, ფრანსუა ლოუ, დუეინ ვერმულენი.
#9: ფური დუ პრი, რუან პინარი, იანო ვერმაკი, პიტ ფან ზილი.
#10: პატრიკ ლამბიე, მორნი სტეინი.
#12-13: იან დე იონგი, იან დე ფილიერსი, ჯეი ჯეი ენგელბერხტი, იან სერფონტეინი.
#11-14: ბიორნ ბესონი, ბრაიან ჰაბანა, ვილი ლე რუ.
#15: ზან კირხნერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული