"სილქნეტის" ფოტოკონკურსი - გადაიღე ფოტო თემაზე "მე მიყვარს რაგბი" და მოიგე TOP14-ის საფინალო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი!

AutoSharing Option
კომპანია "სილქნეტმა" რაგბის მოყვარულებს საჩუქარი გაუკეთა.

საფრანგეთის პროფესიული სარაგბო კლუბების ჩემპიონატის, TOP14-ის საფინალო ტურნირზე თვალის მიდევნება SilkTV-ის ყველა მაყურებელს შეეძლება. ერთი თვის მანძილზე არხი TV5Monde ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პაკეტის მომხმარებლისთვის.

პარალელურად, არხისა და კომპანიის გადაწყვეტილებით, SilkTV-ის მომხმარებლებისთვის რაგბის თემატიკაზე ფოტოკონკურსი "მე მიყვარს რაგბი" მიმდინარეობს.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 14 მაისამდე, მისამართზე photo@silknet.com. ფრანგული მხარე გამოავლენს 2 გამარჯვებულ ფოტოს, რომელთა ავტორები TOP14-ის საფინალო შეხვედრაზე პარიზში გაემგზავრებიან. მათთვის გათვალისწინებულია სასტუმრო (2დღე-ღამე), თვითმფრინავის და მატჩზე დასასწრები ბილეთები. 

აუცილებელია, ფოტოკონკურსში მონაწილე პირი იყოს SilkTV-ის აბონენტი,
დარეგისტრირებული პორტალზე: mysilknet.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული