უცხოური რაგბი

სხვადასხვა

ზე რაგბი: ისევე, როგორც შარშან

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე სტარტს აიღებს ზე რაგბის მორიგი გათამაშება, რომელშიც, ისევე, როგორც შარშან, 18 გუნდი ითამაშებს. მათ შორის - არგენტინული "იაგუარსი" და იაპონური "სანვულვზი".

ეს ორი გუნდი ამ გათამაშებაში მეორე სეზონს გამართავს. უმაღლესი რანგის რაგბიში ჩართვამ რა გავლენა იქონია არგენტინულ და იაპონურ რაგბიზე, ნოემბრის ტესტებზეც ნათლად გამოჩნდა. წლეულს ამ კლუბებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, თუმცა ძირითადი ბირთვი უცვლელია.

არგენტინელებმა, ცხადია, იაპონელებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. სავარაუდოდ, წლეულს "იაგუარსი" პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს.

ფავორიტები, ძირითადად, ისევ ახალზელანდიური გუნდები იქნებიან. ესენია: შარშანდელი გამარჯვებული ველინგთონის "ჰარიკენზი",
დანიდინის "ჰაილენდერზი" და ისევ მოღონიერებული ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი".

A ჯგუფი: ვორათაზი, მელბურნ რებლზი, ფორსი, ბრამბიზი, რედსი
B ჯგუფი: ჰარიკენზი, ჰაილენდერზი, ჩიფსი, კრუსეიდერზი, ბლუზი,
C ჯგუფი: სტორმერზი, ბლუ ბულზი, სანვოლვზი, ჩიტაზი
D ჯგუფი: იაგუარსი, ნატალ შარქსი, საუთერნ კინგზი, ლაიონზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: