საგა დოპინგზე დენ კარტერისთვის გრძელდება

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილ მგეზავ დენ კარტერს, ამავე გუნდის ყოფილ გარემარბ ჯო როკოთოკოსა და არგენტინელ გარემარბ ხუან იმჰოფის, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონის, "მეტრო რასინგის" მორაგბეები არიან, საფრანგეთის რაგბის ფედერაციის სამედიცინო კომისიამ კვლევა ჩაუტარა.

ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ დოპინგკონტროლმა მათ სისხლში კორტიკოსტეროიდების კვალი აღმოუჩინა. ამ სამეულს გასული წლის ოქტომბერში მორიგი კვლევის შემდეგ დოპინგის გამოყენება არ დაუმტკიცდა, მაგრამ ანტიდოპინგურმა სააგენტომ განმეორებითი ტესტების შედეგების გადამოწმება გადაწყვიტა.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ბერნ
არ ლაპორტმა
მორაგბეები დაამშვიდა:

"სააგენტოს ტესტების გადახედვა იმიტომ კი არ სურს, რომ თითქოს ფიქრობენ, მორაგბეები დამნაშავეები არიანო. პირიქით, საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და აქვთ უფლება, კიდევ ერთხელ შეამოწმონ ანალიზები. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ იმის, რომ მათ რაღაც მიზეზი აქვთ. "ტულონში" მუშაობისას მორაგბეებს წელიწადში ექვსჯერ ვამოწმებდით დოპინგზე.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. მათ უნდათ, ეს ისტორია დასრულდეს".  

აღსანიშნავია, რომ კარტერმა და მისმა ორმა თანაგუნდელმა მას შემდეგ, რაც კონფიდენციალური სამედიცინო ჩანაწერები გასაჯაროვდა, საჩივრით პროკურატურას მიმართეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული