ევროპელები ვაბანკზე მიდიან - ახლა ან არასდროს

AutoSharing Option
"ლონდონი თუ მოგბეზრდა, ესე იგი სოცოცხლე მოგბეზრდა" - ეს სიტყვები დიდ ინგლისელ მწერალ სამუელ ჯონსონს ეკუთვნის. იგივე შეიძლება ითქვას რაგბიში ექვსი ერის გათამაშებაზეც, სადაც ექვსი საუკეთესო ევროპული გუნდი, ყოველ წელიწადს, ერთი და იგივე დროს, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უპირველესის გამოსავლენად ერკინება.

წლევანდელი გათამაშება, რომელიც დღეიდან იწყება, იმითაცაა გამორჩეული, რომ შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი იმართება. ამჟამინდელი ევროპული ბატალიები კი სწორედ ამ ტურნირისათვის მზადების ჭრილში განიხილება. ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის, მწვრთნელებმა ექსპერიმენტები ატარონ, თუმცა ხშირი ტრავმიანობა, ახალი, საინტერესო მოთამაშეების
გამოცდის საშუალებას მაინც იძლევა.

მსოფლიოს თასზე, როგორც წესი, მთავარი დაპირისპირება ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებს შორის მიმდინარეობს. ევროპელები სამი ერის ქვეყნებს ჯერჯერობით საგრძნობლად ჩამორჩებიან, მაგრამ ხანდახან მცირეოდენი გამონათებები თამაშში მაინც შეინიშნება. შარშანდელ ნოემბრის ტესტებზე ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებმა შეძლეს სამხრეთული გუნდების დამარცხება, თუმცა მაინც საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ისინი და მათი მეზობლებიც, "რაგბი კეტჩუპს" თამაშობენ.

შეძლებენ თუ არა ევროპელები ამ მოსაზრების უარყოფას წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება დაგვანახებს, თუმცა საბოლოოდ, ვინ ვინ არის, ახალ ზელანდიაში გამოჩნდება.

ახლა კი თვალი გადავავლოთ, როგორ ხვდებიან ტურნირს მონაწილე გუნდები.


საფრანგეთი
ექვსი ერის შარშანდელი გამარჯვებული ბოლო ხანს არასტაბილურობით გამოირჩევა. 2010 წლის დიდი სლემის შესრულებისა და ევროთასებზე გამარჯვების შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, რომ "ლე ბლე" მწვერვალების დასაპყრობად მზადაა, თუმცა ივნისის ტეტსტებზე სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში განცდილმა მარცხმა ფრანგთა ქომაგები ციდან მიწაზე დაანარცხა.

მარკ ლივერმონის გუნდისთვის ყველაფრის აპოგეა ნეომბერში ავსტრალიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხება იყო. ძნელია ამას ახსნა მოუძებნო, მით უფრო, რომ დღესდღეობით ფრანგული კლუბები ევროპაში დომინირებენ და წესით ლივერმონს მორაგბეთა საკმაოდ დიდი არჩევანი უნდა ჰქონდეს.

"ლე ბლე" პირველ მატჩს შინ გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. საფრანგეთის ეროვნულ გუნდში განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ცხრა ნომერი მორგან პარა იქნება, რომლის უნარიან თამაშზე ბევრადაა დამოკიდებული ფრანგთა წარმატება.

საფრანგეთის ნაკრები
15. დამიენ ტრაი, 14. იოან უგე, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. მაქსიმ მედარი, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. მორგან პარა. 1. ტომას დომინგო, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. ჟულიენ პიერი, 5. ლინელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. გილემ გირადო, 17. ლუკ დუკალკონი, 18. ჟერომ ტიონი, 19. სებასტიან შაბალი, 20. დიმიტრი იაშვილი, 21. დავიდ სკრელა, 22. კლემან პუატრენო.


ირლანდია
"სამყურები" 2009 წლის ჩემპიონები და შარშანდელი გათამაშების ვიცე-ჩემპიონები არიან. ირლანდიელი ქომაგები თანახმა იქნებოდნენ მათ სათაყვანებელ გუნდს იგივე შედეგი რომ ეჩვენებინა. დეკლან კიდნის ბიჭებს წლეულს ძალიან გაუჭირდებათ. ირლანდიელებს განსაკუთრებული პრობლემები უკანა ხაზში აქვთ. ტრავმების გამო ექვს ერს გამოტოვებენ: ტომ ბოუი, შეინ ჰორგანი, ენდრიუ ტრიმბლი, რობ კირნი და გორდონ მერფი. ამას დაუმატეთ დაშავებული მორკინალები, ჯიმი ჰისლიპი, ჯონ ჰეისი, სტივენ ფერისი და ნათელი გახდება რაოდენ ბევრი თავსატეხი აქვს გაჩენილი "სამყურების" თავკაცს.

ირლანდიის ნაკრებისთვის ერთი შვება ხელსაყრელი კალენდარია. კიდნი და კომპანია უშუალო კონკურენტებს, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებს შინ ეთამაშებიან. ხვალ კი, პირველ ტურში, სტუმრად იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"სამყურებში" გამორჩეული ფიგურა ყოველთვის იყო გუნდის კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი. ასე იქნება ამჯერადაც. ის 2009 წლის გათამაშების საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს, ცხადია, ამის გამეორება ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მტკიცე ხასიათის ბრაიანი საამისოდ ყველაფერს იღონებს.

ირლანდიის ნაკრები
15. ლუკ ფიცჯერალდი, 14. ფერგიუს მაკფადენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. კეიტ ეარლზი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ტომას ოლირი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. დენის ლამი, 7. დევიდ ვოლესი, 8. შონ ობრაიანი.
16. შონ კრონინი, 17. ტომ კურტი, 18. ლეო კალენი, 19. შეინ ჯენინგსი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. პედი ვოლესი.


ინგლისი
ინგლისის ნაკრები, რომელიც ახალ ზელანდიაში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, ბუქმეკერების ფავორიტია. "პომებს" მსოფლიოს თასზეც წარმატებულ ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ. მარტინ ჯონსონის გუნდის აღმასვლა შარშანდელი სეზონიდან დაიწყო, როცა "ვოლაბები" ორჯერ დაამარცხეს.

წლევანდელი ექვსი ერის წინ "პომები" ტრავმებმა დააზარალა. გუნდს ვერ დაეხმარებიან ფლანკერი ტომ კროფტი და მეორეხაზელი კორტნი ლავი. ჯონსონმა ბოლო მომენტში ნაკრების ახალი კაპიტანი ლუის მუდიც მოისაკლისა, რომლის სახელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული ინგლისელთა ბოლოდროინდელი წარმატებები. მიუხედავად ამისა, ალბიონელები მაინც სოლიდურად გამოიყურებიან და გათამაშების უმთავრესი ფავორიტები არიან.

ინგლისელები დღეს სტუმრად ეთამაშებიან უელსის ნაკრებს. "პომების" შემადგენლობაში ყურადღებას იმსახურებს გარემარბი კრის ეშტონი, რომელიც ეროვნულ გუნდში შარშან გამოჩნდა და პრეტენზია აქვს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია.

ინგლისის ნაკრები
15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მაიკ თინდოლო, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. ლუის დიკონი, 5. ტომ პელემრი, 6. ტომ ვუდი, 7. ჯეიმს ჰესკელი, 8. ნიკ ისთერი.
16. სტივ თომპსონი, 17. დევიდ ვილსონი, 18. საიმონ შოუ, 19. ჯო ვორსლი, 20. დენ კერი, 21. ჯონი ვილკინსონი, 22. მეთ ბანაჰანი.


უელსი
უელსელთა თავკაცი უორენ გეთლენდი ყველანაირად ცდილობს მის ხელში გუნდმა ისტორიაში საუკეთსო შედეგი აჩვენოს, მაგრამ მისი უდავოდ სწორი, მიზანმიმართული პოლიტიკა, ჯერჯერობით, ნაყოფს ვერ ისხამს. უელსელებმა ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი წააგეს. არადა, გუნდი დროდადრო შესანიშნავად თამაშობს.

ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება ბრწყინვალე საშუალება იქნება საიმისოდ, რომ გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში სტაბიულურად, მაღალ დონეზე თამაში ისწავლოს. უელსის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი - ჯენთინ ჯენკინსისი და ადამ ჯოუნზი. თუმცა გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს ტრავმამოშუშებული უკანახაზელების, ჯიმი რობერტსის, ლი ჰალპფენისა და შეინ ვილიამსის დაბრუნება.

ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირებაში საინტერესო იქნება, როგორ გამოიჩენს თავს მგეზავი ჯეიმზ ჰუკი, რომელსაც თვალი ფრანგულმა "პერპინიანმა" დაადგა.

უელსის ნაკრები
15. ჯეიმზ ჰუკი, 14. მორგან სტოდარტი, 13. ჯიმი რობერტსი, 12. ჯონათან დევისი, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ ჯოუნზი,9. მაიკ ფილიპსი. 1. პაულ ჯეიმზი, 2. მეთიუ რისი, 3. კრეიგი მიტჩელი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვარბარტონი, 8. ენდი პაუელი.
16. რიჩარდი ჰიბარი, 17. ჯონ ჰეპი, 18. რაიან ჯოუნზი, 19. ჯონათან თომასი, 20. დუეინ პილი, 21. რის პრისტლენდი, 22. ლი ბირნი.


შოტლანდია
ინგლისელი თავკაცის ენდი რობინსონის ბიჭებს შარშან შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. "სკოტებმა"ბოლო ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგეს, მათ შორის ორჯერ არგენტინაში და ნოემბრის ტესტებისას, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფიკასთან. ერთადერთი ნაკლი მცირე შედეგიანობაა. 13 ტესტ მატჩში "ნარშავებმა" მხოლოდ შვიდი ლელო გაიტანეს.

შოტლანდიის ნაკრებს, რომელიც 2011 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, ექვს ერზე გრემ მორისონი და კრის კაზიტერი დააკლდება. სამაგიეროდ ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა მესამეხაზელი ჯონ ბიტი. რობინსონმა კაპიტნის სამკლავური ალისტერ კელოკს ჩააბარა.

სკოტები შინ, "მერიფილდზე" სამ შხვედრას გამართავენ და სამივეში წარმატების მიღწევის რელური შანსი აქვთ.

შოტლანდიის ნაკრები
15. ჰუგო საუთვილი, 14. ნიკი ვოლკერი, 13. ჯო ენსბრო, 12. ნიკ დე ლუკა, 11. მაქს ევანსი, 10. დენ პარქსი, 9. რორი ლაუსონი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ალისტერ კელოკი, 6. ნათან ჰინესი, 7. ჯონ ბარკლი, 8. კელი ბრაუნი.
16. დაგ ჰალი, 17. მურეი ლოუ, 18. რიჩი ვერნონი, 19. როს რენი, 20. მაიკ ბლერი, 21. რუარიდ ჯექსონი, 22. შონ ლამონტი.


იტალია
იტალიის ნაკრები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც პროგრესირებს. ახლახან "მაგნერს ლიგაში" ორი იტალიური გუნდი მიიღეს, რომლებიც თამაშიდან თამაშამდე უმატებენ. მიუხედავად ამისა, "სკუდარა აძურას" ჯერ კიდევ არ შესწევს ძალა მაღალი მიზენბისთვის იბრძოლოს. შესაბამისად, ექვსი ერის გათამაშებაში, ნებისმიერ გუნდთან გამარჯვება დიდი მიღწევა იქნება.

იტალიის ნაკრებს საკმაოდ ახალგაზრდა ცხრა ნომერი ჰყავს, ედუარდო გორი ოცი წლისაა და, სავარაუდოდ, საერთაშორისო არენაზე მალე უნდა დაიქუხოს. ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ ცხრა ნომერი კრეიგ გოუერი და ფლანკერი მაურო ბერგამასკო. მწყობრშია იტალიელთა დამრტყმელი ძალა, შერკინების პირველხაზელთა ტრიო, სალვატორე პერუჯინი, ფაბიო ონგარო და მარტინ კასტროჯოვანი.

მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი სერჯო პარისე, რომელსაც ავადმყოფობის გამო შარშანდელი სეზონი მთლიანად გაუცდა.

"სკუადრა აძურა პირველ ტურში," რომში, "სტადიო ფლამინიოზე" ირლანდიის ნაკრებს შეხვდება. ადვილი შესაძლებელია, ამ მატჩის შედეგმა, ორივე გუნდის მომავალ ბატალიებზე უდიდესი გავლენა იქონიოს.

იტალიის ნაკრები
15. ლუკ მაკლინი, 14. ანდრეა მასი, 13. გონსალო კანალე, 12. ალბერტო სგარბი, 11. მირკო ბერგამასკო, 10. კრის ბარტონი, 9. ედუარდო გორი. 1. სალვატორე პერუჯინი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. სანტიაგო დელაპე, 5. ქუენტინ გელდენჰაუზი, 6. ჯოშ სოლი, 7. ალესანდრო ძანი, 8. სერჯო პარისე.
16. ფაბიო ონგარო, 17. ანდრეა ლო ჩიჩერო, 18. კარლო დელ ფავა, 19. ვალერიო ბერნაბო, 20. პაულო კანავოზიო, 21. ლიჩიანო ორკუერა, 22. გონსალო გარსია.


ექვსი ერი
I ტური
იტალია-ირლანდია, საფრანგეთი-შოტლანდია, უელსი-ინგლისი
II ტური
ინგლისი-იტალია, შოტლანდია-უელსი, ირლანდია-საფრანგეთი
III ტური
იტალია-უელსი, ინგლისი-საფრანგეთი, შოტლანდია-ირლანდია
IV ტური
იტალია-საფრანგეთი, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-შოტლანდია
V ტური
შოტლანდია-იტალია, ირლანდია-ინგლისი, საფრანგეთი-უელსი.






.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული