ექვსი ერი. III ტური: იტალიამ სენსაცია მოახდინა

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მესამე ტური მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა. იტალიის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა შოტლანდიის ეროვნული გუნდი, რაც უდავოდ წლევანდელი გათამაშების სენსაციაა.

იტალიის ნაკრებმა "ნარშავებს" მძლავრი შერკინების წყალობით აჯობა. "სკუადრა აძურას" სათამაშო სტილი ნელ-ნელა არგენტინულს ემსგავსება, სადაც "პირველ ვიოლინოზე" წარმოშობით არგენტინელი სერჯო პარისე "უკრავს".

იტალიელებმა ფრანგი მწვრთნელის, ჟაკ ბრუნელის მეთაურობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სახელოვან გამარჯვებას მიაღწიეს. ამასთან ერთად, მსოფლიოს რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითებას გადაურჩნენ, რადგან მარცხის შემთხვევაში, იტალიას საქართველოს ნაკრები გაუსწრებდა.

საფრანგეთის ეროვნული გუნდი კი ვერაფრით იბრუნებს ოდინდელ სიმძლავრეს. "ლე
ბლომ" მესამე ტურში შინ ვერაფერი გააწყო უელსის ნაკრებთან - 13:20. მართალია, მასპინძლებმა "წითელი ურჩხულების" ერთ ლელოს ლელოთივე უპასუხეს, მაგრამ ფეხჩუბინი ფულბეკის, ლეიგ ჰალპფენის წინააღმდეგ ვერას გახდნენ. მან საჯარიმოდან ხუთჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

ირლანდიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შარშან პირველ ადგილზე შემთხვევით არ გასულა. გადამწყვეტი მატჩში რობი ჰენშოუს ლელო გამოდგა. მგეზავი ჯონათან სექსტონის ფეხით დაკიდებული მან მოწინააღმდეგის ლელოში მაღალი ნახტომით დაიჭირა და დაამიწა. ცხადია, ორივე მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები
15. ლეიგ ჰალპფენი (უელსი), 14. ჯორჯ ნორსი (უელსი), 13. ჯონათან დევისი (უელსი), 12. რობ ჰენშოუ (ირლანდია), 11. ჯოვანიბატისტა ვენდიტი (იტალია), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), კონორ მურეი (ირლანდია). 1. ედი ბენ არუსი (საფრანგეთი), 2. ლეონარდო ჯილარდინი (იტალია), 3. სამსონ ლი (უელსი), 4. ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელსი), 5. ჯოშუა ფურნო (იტალია), 6. დენი ლიდიატი (უელსი), 7. ტომი ოდონელი (ირლნდია), 8. სერჯო პარისე (იტალია).

III ერი
შოტლანდია-იტალია 19:22
შოტლანდია: ლ - ბენეტი. 4ს,გ - ლაიდლოუ.
იტალია: 3ლ - ფურნო, ვენდიტი, საჯარიმო. 2გ - ჰაიმონა, ალანი. ს - ჰაიმონა.

საფრანგეთი-უელსი 13:20
საფრანგეთი: ლ - დულინი. გ,ს - ლოპესი.
უელსი: ლ - ბიგარი. 5ს - ჰალპფენი.

ირლანდია-ინგლისი 19:9
ირლანდია: ლ - ჰენშო. 4ს,ა - სექსტონი.
ინგლისი: 2ს,ა - ფორდი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 6 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. უელსი - 4, 4. საფრანგეთი - 2, 5. იტალია - 2, 6. შოტლანდია - 0.

IV ტური
უელსი-ირლანდია, ინგლისი-შოტლანდია, იტალია-საფრანგეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული