სიმბოლურში რვა "ურჩხული"

AutoSharing Option
ექვსი ერის დასრულების შემდეგ, მრავალი გამოკითხვისა და აზრთა გაცვლის შედეგად, დადგინდა, რომ წლეულს ყველაზე გამორჩეული სამი ახალგაზრდა მორაგბე იყო: უელსელი ფლანკერი დენი ლიდიატი, შოტლანდიის ნაკრების მეორეხაზელი რიჩი გრეი და საფრანგეთის ეროვნული გუნდის შუამარბი ვესლი ფოფანა.

ცხადია, როგორც წესია, დასახელდა სიმბოლური ნაკრები, რომელშიც გასაკვირი არ არის, რომ დიდი სლემის შემსრულებლის, "წითელი ურჩხულების" რვა მორაგბე მოხვდა. ორ-ორი მოთამაშე მიავლინეს საუკეთესოთა შორის ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებებმა. თითო მოთამაშე ჰყავთ სიმბოლურში საფრანგეთს, შოტლანდიასა და იტალიას.

აღსანიშნავია, რომ "ევროპის ნაკრებში" ვერ მოხვდა 2011 წლის მსოფლიოს
საუკეთესო მორაგბე, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ტიერი დუსოტუარი. ისევ შესანიშნავ ფორმაშია და რვა ნომრის პოზიციაზე პირველობას არავის უთმობს არგენტინული წარმოშობის იტალიელი სერჯო პარისე.

სიმბოლური ნაკრები: 15. რობ კირნი (ირლანდია), 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი (ორივე-უელსი), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ჯორჯ ნორსი (უელსი), 10. ოუენ ფარელი (ინგლისი), 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი (ორივე-უელსი), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. ადამ ჯოუნზი (უელსი), 4. რიჩი გრეი (შოტლანდია), 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი (ორივე-უელსი), 7. კრის რობშო (ინგლისი), 8. სერჯო პარისე (იტალია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული