რორი ბესტი "სამყურებს" უკაპიტნებს

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრებმა გასულ უქმეებზე საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად ფრეს მიაღწია, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეს არაფერს უთმობდა. "სამყურები" ახლა შინ შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ირლანდიელთა თავკაცმა დეკლან კიდნიმ გუნდის კაპიტნობა შერკინების კვაჭ რორი ბესტს ანდო. ლეგენდარული ბრაიან ოდრისკოლისა და პოლ ოკონელის შემდეგ ეს მისთვის დიდი პატივია. ბესტმა ოდრისკოლზე არანაკლები ლეგენდის ქის ვუდის რეკორდი გაიმეორა. ის ეროვნული გუნდის კვართს 58-ე კეპს მოიხვეჭს.

კიდნიმ ტრავმირებული ოკონელის ნაცვლად მეორეხაზში დონჩა ორაიანი დააყენა. ქის ირლზმა, დონჩა ოკალაჰანმა და შონ ობრაიანმა ფრანგებთან
დაპირისპირებაში მცირე ტრავმები მიიღეს, მაგრამ ნაკრების სამედიცინო შტაბმა ნაყოფიერად იმუშავა.

"ბედნიერი ვარ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტნობა მხვდა წილად. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ვიცით, რომ შოტლანდიასთან უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ" - თქვა რორი ბესტმა.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოუი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ეონ რედანი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაილ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. დონჩა რაიანი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. ტომ კარტი, 18. მაიკ მაკარტი, 19. პიტერ ომაჰონი, 20. ტომას ონილი, 21. რონან ოგარა, 22. ფერგიუს მაკფოდენი.

ექვსი ერი

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 3, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.

11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული