რუსებმა რუმინელი მორაგბეები დაუბანელი დატოვეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში მომდევნო შეხვედრას სტუმტრად გამართავს ბუქარესტში რუმინეთის ეროვნულ გუნდთან.

ამ შეხვედრას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თასისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"მუხის ფოთლებმა" წლევანდელ შეჯიბრებაში ორი მატჩიდან ორივე მოიგეს. ორივე შემთხვევაში მათი მეტოქე უშუალო კონკურენტრბი პორტუგალიისა და რუსეთის ნაკრებები იყვნენ. განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ უკანასკნელთან სოჭში გამართულმა მატჩმა გამოიწვია, რომელიც რუმინელებმა მოულოდნელად მშრალი ანგარიშით 25:0 მოიგეს.

როგორც რუსთა გარემარბმა ვლადიმერ ოსტროუშკომ საკუთარ ბლოგზე დაწერა, თამაში ძალიან ცუდ ამინდში მიმდინარეობა. სოჭში გადაუღებლად წვიმდა და მოედანი ტალახიანი იყო. შეხვედრაში
ძირითადად მორკინალები აქტიურობდნენ და როგორც ჩვენი, ისე რუმინელთა უკანახაზელები ვიდექით და ვიყინებოდითო.

ცუდი მეტეოროლოგიურ პირობებზე ისაუბრა თავის ბლოგში რუმინელმა დანიელ კარპომ. თამაშის შემდეგ გასახდელში დაბრუნებულნი სახტად დავრჩით. თავიდან ფეხებამდე ტალახში ამოსვრილებს ცხელი წყალი არ დაგვხვდა. ცივით კი ვერაფრით ვიბანავეთ და იძულებულნი გავხდით, შხაპი მხოლოდ შინ დაბრუნებულებს მიგვეღო.

ამის გარდა კარპო საქართველოს ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზეც საუბრობს. რუმინელები ჩვენ მორაგბეებთან სათამაშოდ სერიოზულად ემზადებიან და მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება სურთ. თანაც როგორც კარპომ აღნიშნა:

"საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც ერთა თასზე ჩვენი დამარცხება შეუძლიაო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული