"ლე ბლოს" მაქსიმ მედარი დააკლდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები 4 მარტს, პარიზში, "სტად დე ფრანსზე" ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურში გამოტოვებულ მატჩში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ლე ბლოს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ, გუნდში 23 მორაგებს უხმო.

გასულ უქმეებზე "სკოტებთან" დაპირისპირებისას მუხლი დაიშავა ნაკრების ფულბეკმა მაქსიმ მედარამა, ვის ნაცვლადაც სენტ-ანდრემ ტულუზელი კლემან პუატრენო გამოიძახა.

ისევ ტრავმირებულია და "სამყურებთან" ვერ ითამაშებს ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

შეგახსნებთ, რომ ფრანგებმა ორი საკმაოდ მძიმე გამარჯვება მოიპოვეს, იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან. არადა ორივე ეს გუნდი აუტსაიდერია. "ლე ბლოს" ყველაზე მთავარი ბრძოლები
წინ აქვს, ირლანდიის, უელსისა და ინგლისის ერვნულ გუნდებთან. სენტ-ანდრე, ცხადია, ამ ფაქტით შეშფოთებულია და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა გუნდს დაცვაში თამაშისას ექმნება, რაც აუცილებლად დასახვეწია.

საფრანგეთის ნაკრები:
შერკინება: ნიკოლა მასი, დავიდ ატუბი, ვინსენტ დებატი, ჟან-ბატისტ პუ, ვილიამ სერვა, დიმიტრი სჟარჟევსკი, პასკალ პაპე, ლიონელ ნალე, იან მაესტრი, ტიერი დუსოტუარი, ჟულიენ ბონარი, იმანოლ არინორდოკი, ლუის პიკამოლი.
უკანა ხაზი: მორგან პარა. ჟულიენ დუიპუი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლიონელ ბუქსი, მაქსიმ მერმოსი, ორელიან რუჟერი, ვესლი ფოფანა, ვინსან კლერი, ჟულიენ მალზიო, კლემან პუატრენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული