ტობი ფლუდი და მანუ ტუილაგი დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებითმა თავკაცმა სტიუარტ ლანკასტერმა იმ 22 მორაგბეს ვინაობა დაასახელა, რომლებიც შაბათს ლონდონში, "თვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

"პომების" თავკაცმა გუნდში დააბრუნა ტრავმამოშუშებული ტობი ფლუდი და მანუ ტუილაგი. თუმცა დაიკავებენ თუ არა ისინი ადგილს ძირითად შემადგენლობაში უცნობია.

საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი 30 მორაგბედან ლანკასტერმა რვა კლუბებს დაუბრუნა, ყველაზე სერიოზულ დანაკარგად შეიძლება მივიჩნიოთ პარიზული "სტად ფრანსეს" მეორეხაზელი ტომ პალმერი. მის ნაცვლად ლანკასტერმა გუნდში ჯეფ პერლინგი დატოვა, რომელსაც უელსელებთან დაპირისპირებაში დებიუტი ექნება.

"შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან მატჩში ძალიან გაგვიჭირდა. შერკინებაში ყველაფერი რიგზე
არ იყო. ამიტომ ვეძებ გზას, რათა მორკინალთა თამაში უფრო აგრესიული და ეფექტური გავხადო.

მოთამაშეები მეტ-ნაკლებად კარგად არიან მომზადებულნი და მოუთმენლად ველით მატჩის დღეს. მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელიც ექვსი ერის წლევანდელი გათმაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია" - თქვა "პომების" შერკინების მწვრთნელმა გრემ რაუნტრიმ.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა, ალექს კორბიშიერო, დენ კოლი, ტომ კროფტი, ფილ დოუსონი, დილან ჰართლი, კორტნი ლავი, ბენ მორგანი, ჯეფ პერლინგი, კრის რობშო, მეთ სტივენსი, რობ ვებერი.
უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ბრედ ბარიტი, ლი დიკსონი, ოუენ ფარელი, ტობი ფლუდი, ბენ ფოდენი, კრის ჰოჯსონი, დევიდ სტრიტლი, მანუ ტუილაგი, ბენ იანგზი.
მოთამაშეები, რომელებიც კლუბებს დაუბრუნდნენ:
კრი ბრუკერი, მაიკ ბრაუნი, ჯორდან ტერნერ-ჰალი (სამივე-ჰარლიქვინზი), პაულ დორან ჯოუნზი, კალუმ კლარკი (ორივე-ნორსჰემპთონი), ტომ პალმერი (სტად ფრანსე), ჯო სიმპსონი (ვოსფსი), ტომას ვალდრომი (ლესტერ ტაიგერზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული