რა მდგომარეობაშია მანუ ტუილაგი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები ექვსი ერის გათამშების მორიგ შეხვედრას ლონდონში, "თვიქნემზე" უელსის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "პომებმა" განვლილ ორ ტურში ორივე მატჩი მოიგეს, თუმცა ძალიან გაუჭირდათ. ამ ამბავმა სერიოზულად დააფიქრა ინგლისლეთა დროებითი მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი.

მის შეშფოთებას მეტწლად გუნდის შუამარბები იწვევენ. ოუენ ფარელი და ბრედ ბარიტი ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა უელსელთა ოთხეულის, ჯონათან დევისის, ჯიმი რობერტსის, ჯორჯ ნორისა და ალექს კატბერტის გამკლავება ძალიან გაუჭირდებათ.

ამიტომ ლანკასტერი ნაკრებში მანუ ტუილაგის დაბრუნებას ფიქრობს. თუმცა საკითხავია, რამდენად მზადაა ის ამჟამად ნაკრებში სათამაშოდ, ვინაიდან მანუმ ტრავმა
ახლახან მოიშუშა. მიუხედავად ამისა, ლანკასტერი მას 22-კაციან რაზმში მაინც შეიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული