ექვსი ერი. ინგლისის ნაკრები: წარმატების რეცეპტი - პერიფერიული მხედველობა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 4 თებერვალს ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართება. ვარჯიშები 27 თებერვლამდე გასტანს.

ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელში სამი ახალბედა მორაგბეც მოხვდა. ესენია: მაიკ ვილიამსი (ლესტერ ტაიგერზი), ნათან კეთი (ბასი) და ალექს ლოზოვსკი (სარასენზი). გუნდს დაუბრუნდნენ ჯეიმზ ჰესკელი (ვოსფსი), მარო იტოჯე (სარასენზი), ენტონი ვოტსონი (ბასი), ჯეკ კლიფორდი (ჰარლიქვინზი) და ჯეკ ნოელი (ექსტერი), რომლებსაც ტრავმების გამო ნოემბრის ტესტებზე არ უთამაშიათ.

"გუნდში სამი ახალბედა მორაგბე მოვიწვიეთ, რომლებმაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ამ
ბიჭებს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვთ და სურთ, კიდევ უფრო მეტი პროგრესი განიცადონ. ვფიქრობ, ახლა ნაკრებში გამოძახება მათთვის კარგი შანსია.

ამასთან ერთად, ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ტრავმირებული წამყვანი მოთამაშე დაგვიბრუნდა. შარშან ვთქვი, რომ ინგლისის ნაკრების სტრატეგიული მიზანია, გახდეს დომინანტი სარაგბო ქვეყანა მსოფლიოში. პროგრესით, რომელსაც მივაღწიეთ, კმაყოფილი ვარ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს.

ნაკრებში მოვიწვიეთ დოქტორი შერლი კოლდერი, რომელიც მორაგბეებთან პერიფერიული მხედველობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს. მან ორჯერ მიიღო მინაწილეობა გუნდების მომზადებაში. 2003 წელს მისი დახმარებით ინგლისის ნაკრებმა მოიგო მსოფლიოს თასი. ოთხი წლის შემდეგ სამხრეთაფრიკელთა ტრიუმფშიც მისი ხელი ურევია. ამასთან ერთად, მისი ცოდნა იაპონიის ნაკრებში მუშაობისასაც გამოვიყენე და წარმატებას მივაღწიეთ.

2017 წელს უნდა შევქმნათ გუნდის მყარი საფუძველი, გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება", - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: ნათან კეთი, ჩარლი ეველსი (ორივე-ბასი), ჯეკ კილფორდი, ჯო მარლერი, ქაილ სინკლერი (სამივე-ჰარლიქვინზი), დენ კოლი, ელის ჯენჯი, მაიკ ვილიამსი (სამივე-ლესტერ ტაიგერზი), ჯიმი ჯორჯი, მარო იტოჯე, ჯორჯ კრუზი (სამივე-სარსენზი), ტემანა ჰარისონი, დილან ჰართლი, კორტნი ლოუ, ტომ ვუდი (ყველა-ნორსჰემპთონი), ჯეიმზ ჰესკელი, ნათან ჰიუზი, ჯო ლანჩბერი, მეთ მულენი, ტომი ტეილორი (ყველა-ვოსფსი)
უკანა ხაზი: მაიკ ბრაუნი, დენ კერი, მარლენდ იარდი (სამივე-ჰარლიქვინზი), ელიოტ დეილი (ვოსფსი), ოუენ ფარელი, ალექს ლოზოვსკი (ორივე-სარასენზი), ჯორჯ ფორდი, ჯონათან ჯოზეფი, ენტონი ვოთსონი (სამივე-ბასი), ჯონი მეი (გლოსტერი), ჯეკ ნოელ, ჰენრი სლეიდი (ორივე-ექსეტერი), ბენ ტეო (ვორსტერი), ბენ იანგზი (ლესტერ ტაიგერზი)

ექვსი ერი, I ტური
4 თებერვალი
შოტლანდია-ირლანდია
ინგლისი-საფრანგეთი

5 თებერვალი
იტალია-უელსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული