ქართული რაგბი

სხვადასხვა

მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეა. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრა TV-ს" "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
ასევე დაგაინტერესებთ