ქართული რაგბი

სხვადასხვა

გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ. აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

-align: center;">სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- რეალურია თუ არა ჩანაწერი?
- ჩანაწერი არის რეალური და გაკეთებულია ყრილობაზე. ჩემთვის ერთ-ერთმა საპატივცემულო ვეტერანმა მორაგბემ ფინანსებთან დაკავშირებით დასვა კითხვა, რაზეც იქვე მყოფმა ჩვენმა ფინანსების მინისტრმა პასუხი გასცა, რომელმაც კითხვის დამსმელი დააკმაყოფილა. შემდეგ კი სხვა კითხვებიც გაჩნდა, რომელიც ჩანაწერშიც ნახსენებია.

- თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ჩანაწერის ჯერ ჩაწერა, შემდეგ კი გასაჯაროება?
- არ ვიცი, მაგრამ ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ილია ზედგინიძეს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ის ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია. მე და ჩემი მეგობრები დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანი, რომელსაც რაგბი უყვარს, ამას არ გააკეთებდა.

- რატომ გავრცელდა ჩანაწერი დღეს და არა, თუნდაც, არჩევნების დღესვე?
- ჩემთვისაც გაუგებარია ეს. არჩევნებზე კანდიდატებმა არაჩვეულებრივი სახე აჩვენეს, ერთმანეთს მიულოცეს, როგორც ნამდვილ მორაგბეებს ეკადრებათ. მეც მაინტერესებს, მშვიდობიანად და ღირსეულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც შეეფერებოდა, ვის მოაფიქრდა ამის ინტერნეტში ჯერ გამოქვეყნება, 15 წუთში კი მისი წაშლა.

- უნდა ჩატარდეს თუ არა აუდიტი რაგბის კავშირში?
- აუდიტი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან არსებობს წესი, რომ როცა ერთი ხელმძღვანელი მიდის და მოდის მეორე, ტარდება აუდიტი და ახალ ხელმძღვანელობას ხვდება სრული სურათი ყველაფრის, მათ შორის, ფინანსური მდგომარეობის.

ამის გარდა, ჩემი, როგორც რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის პირადი და კატეგორიული მოთხოვნაა ახალი გამგეობისა და პრეზიდენტის მიმართ, რომ აუდიტი ჩატარდეს არამხოლოდ 2015 წლის, არამედ მთელი ჩემი საქმიანობის პერიოდის, რადგან ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეს კითხვები ამ თემაზე იმას, ვისაც აწუხებს.

მე, როგორც ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველაფერზე და გულშემატკივარს ვპირდები, რომ აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმირებულნი იქნებიან.