ქართული რაგბი

სხვადასხვა

ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

AutoSharing Option
15 დეკემბერს სენსაციური განცხადება გააკეთა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა. ჯერ ირაკლი აბუსერიძემ მოხსნა კანდიდატურა, შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

Sportall.ge-მ კომენტარის გაკეთება აბუსერიძის გუნდის წევრს, ირაკლი მაჩხანელს სთხოვა.

"აბუსერიძის გუნდის წევრი ვიყავი და ვრჩები კიდეც. ეს გიორგი ნიჟარაძემაც იცის და, ვფიქრობ, ამაში საწყენი არაფერია.

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა არჩევნებში არ ერევა და გთხოვთ, თავიდან ამოიგდეთ მსგავსი აზრები.

მესმის, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარობა ქვეყანაში გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღეს ძაღლები და კატებიც
რაგბიზე საუბრობენ", - გვითხრა მაჩხანელმა.