ქართული რაგბი

სხვადასხვა

გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

Sportall.ge გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა და რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე იყო საუბარი.

ამის გარდა, ნიჟარაძეს მისი კონკურენტის შეფასებაც ვთხოვეთ.

"არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ
გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს.

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.