გიორგი ნიჟარაძე: ირაკლი აბუსერიძეზე საუბარი არ მსურს...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატების წარდგენის ვადა 11 დეკემბერს დასრულდა. რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა ირაკლი აბუსერიძემ გაიარეს.

Sportall.ge გია ნიჟარაძეს დაუკავშირდა და რაგბის კავშირის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც არჩევნებში ჩარევის მცდელობაზე იყო საუბარი.

ამის გარდა, ნიჟარაძეს მისი კონკურენტის შეფასებაც ვთხოვეთ.

"არჩევნებში ჩარევის მცდელობის შესახებ არაფერი ვიცი და არც გამიგია. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ
გავრცელებული განცხადებით კი საზოგადოებისთვის შეხსენება გვსურდა, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, რაც სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია მარადიულ ფასეულობებთან.

რაც შეეხება არჩევნებში ჩემს კონკურენტ ირაკლი აბუსერიძეს, მასზე საუბარი არ მსურს", - გვითხრა გია ნიჟარაძემ, რომელიც რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით იყრის კენჭს.

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული მომდევნო 4 წლით ქართული რაგბის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგია ჯანსაღი კონკურენცია ჩემო კარგი, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ასე არ არის. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ორი განაცხადი რომელიც ფედერაციაში იქნა მიტანილი. ჯერ ნიჟარაძე წარადგინეს და მერე "რატომღაც თავისი ნებით შეცვალეს" და აბუსერიძეზე მიიტანეს განაცხადი. ეს არფერზე მეტყველებს? თორემ გაუმარჯოს ყველას ვისაც ჯანსაღი ამბიცია აქვს, ორი კანდიდატი კი არა თუნდაც 15 იყოს.
გულშემატკივარს
13:41 15-12-2015
0
აბუს დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გაუკეთებია მაგრამ გიამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს დაწყილი საქმე ის ისეთი ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცია რომ თუ დაინახავს ენერგია არ ყოფნის ან სათანადოდ ვერ მართავს კავშირს თვითონ წავა... დარეგისტრირდა კანდიდატად? ესეიგი შეუძლია... მადლობა გია თითოეულ ქართველს უყვარხარ....
KOLIA
10:32 15-12-2015
0

სიახლეები პოპულარული