"მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ირლანდიაში საქართველოს რწმუნებულს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში, გიორგი ზურაბაშვილი დუბლინში "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტს, ბერნარ ლაპასეს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მსოფლიოს რაგბის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები უდავოდ რეგიონული ლიდერია, რომელიც მომავალში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

ბერნარ ლაპასემ ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ კარგ ინფრასტრუქტურასა და სავარჯიშო მოედნებზე, რაც ქართული რაგბის განვითარებას უწყობს ხელს. მხარეებს შორის საუბარი შეეხო 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელსაც საქართველო მასპინძლობს.

შეხვედრისას ბერნარ ლაპასემ რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და საქართველოს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული