საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტუდენტურმა ნაკრებმა ფიალა მოიგო

AutoSharing Option
თათრეთის დედაქალაქ ყაზანში გამართულ უნივერსიადაზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტუდენტურმა ნაკრებმა ფიალა მოიპოვა.

ჩვენმა გუნდმა სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო.

ფიალისთვის ფინალში საქართველოს ნაკრები კანადელ სტუდენტებს დაუპირისპირდა და 26:12 დაამარცხა.

ტურნირი კი მასპინძელთა გუნდმა მოიგო, რომელიც, ისევე, როგორც ბელგიის გუნდი, ქვეყნის ძირითადი ნაკრების მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. რუსებმა ფინალში საფრანგეთის სტუდენტურ ნაკრებს სძლიეს - 29:19; ბელგიელებმა კი, რომლებიც ჯგუფურ ტურნირში ჩვენი მეტოქეები იყვნენ, სინი მოიპოვეს. მათ ფინალში იაპონელთა დამარცხება შეძლეს - 19:10.

ფიალა
ფინალი
საქართველო-კანადა 26:12

სინი
ფინალი
ბელგია-იაპონია 19:10

თასი
ფინალი
რუსეთი-საფრანგეთი 29:19

საქართველოს ნაკრები
ბაჩანა კოლელიშვილი, ირაკლი გეგენავა, გოდერძი ჯოგლიძე (სამივე - ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ლოკომოტივი), ივანე დავითაშვილი, შალვა დავითაშვილი (ორივე - აკადემია), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქები), საბა შუბითიძე, ჯიმი ღამბაშიძე (ორივე - არმაზი), ბახვა კობახიძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული