საქართველოს 7-კაცა ნაკრებისთვის მსოფლიოს სერია ერთი წლით გადაიდო

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ლონდონში გამართულ შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი წააგო და მომავალ სეზონში ჩასატარებელი ტურნირის მიღმა დარჩა.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს. ჩვენი გუნდი პირველივე მატჩში შოტლანდიის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 29:0. თუმცა, ცხადია, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.

დარჩენილ მატჩებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს შანსი მიეცემოდა, მოწინავე სამეულში მოხვედრილიყო, რაც მომავალ წელს შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის საგზურს იძლეოდა.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა მომდევნო მატჩებიც წააგო. ჯერ ჰონგ კონგის ნაკრებს ვერ გავუმკლავდით - 12:17,
მერე აფრიკის წარმომადგენელ ზიმბაბვესთანაც დავმარცხდით - 14:19 და A ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით.

მიუხედავად ამისა, ბრძოლის გასაგრძელებლად ერთი შანსი კიდევ მოგვეცა. საამისოდ B ჯგუფის გამარჯვებული პორტუგალია უნდა დაგვემარცხებინა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ამჯერადაც ვერ იყოჩაღა და 5:17 წააგო.

მსოფლიოს სერიაში ჩვენი გუნდის ჩართვა ერთი წლით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ლონდონში საქართველოს ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე იასპარეზა.

შესარჩევი ეტაპი
A ჯგუფი
საქართველო-შოტლანდია 0:29, საქართველო-ჰონგ კონგი 12:17, საქართველო-ზიმბაბვე 14:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. შოტლანდია - 7 ქულა, 2. ზიმბაბვე - 7, 3. ჰონგ კონგი - 7, 4. საქართველო - 3.

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. პორტუგალია - 9 ქულა, 2. ესპანეთი - 5, 3. რუსეთი - 5, 4. ტონგა - 5.

საქართველოს ნაკრები
ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, თორნიკე ცერცვაძე (სამივე-ლელო), ალეკო ხუციშვილი (არმაზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (სამივე-არმია), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (სამივე-აია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული