საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

განვლილ სამივე ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მერვე ადგილი დაიკავა და საერთო ჩათვლაში 18 ქულით მერვე ადგილზეა.

ქართველი მეშვიდკაცეები ექსეტერის ეტაპზე B ჯგუფში რუსეთის, უელსისა და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

"განვლილ ტურნირებს თუ გადავხედავთ, მეოთხედფინალებში გამარჯვებისთვის ყოველთვის მცირედი გვაკლდებოდა და თანაც, იმ გუნდთან, რომელიც საბოლოოდ საპრიზო ადგილს იკავებდა. შედეგად, სამივე ეტაპი მე-8 ადგილზე დავასრულეთ. არადა, აშკარად მეტი გვეკუთვნოდა. მთელი კვირა ამაზე ვსაუბრობდით და ვეცდებით, ექსეტერში ეს ნაკლი გამოვასწოროთ. დიდი
ხანია ეტაპი საპრიზო ადგილზე არ დაგვისრულებია და ინგლისში ოთხეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ", - თქვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

ორი კვირის წინანდელი, კლერმონის ეტაპისგან განსხვავებით, 12-კაციან შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. გუნდში ბრუნდებიან რამაზ ხარაზიშვილი და რევაზ ჯინჯიხაძე, რომლებმაც პირველ ორ ეტაპზე ითამაშეს. პირველი ეტაპის შემდეგ ბრუნდებიან ნიკო აფციაური და ნიკოლოზ გიგაური. ექსეტერში არ იასპარეზებენ იოსებ მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, გიორგი ბაბუნაშვილი და ბექა ურჯუკაშვილი.

საქართველოს ნაკრები
ზურაბ ძნელაძე, მირიან მოდებაძე (ორივე-აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, მამუკა ნინიძე (სამივე-ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეხუთე მერვე ადგილისათვის ჟერ რუსეთს ბაჯობეთ ახლა კი ინგლისს 17-12.
სოსო
21:19 16-07-2017
0
ეტყობა ჩემს მეტს არავის აინტერესებს 7 კაცა რაგბი.არც საიტი სწრეს რაიმეს,არც გამოხმაურება.არადა მეოთხედ ფინალში რუსებმა უშანსოდ მოვიგეს 19-12,პირველი ტაიმი 19-0,მეხუთე მერვე ადგილისთვის კი ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთი 19-5 და ახლა მეხუთე ადგილისთვის მოგვიწევს ბრძოლა,ჯერ არ ვიცი ვისთან.
სოსო
18:34 16-07-2017
0

სიახლეები პოპულარული