რაგბი. ლეგიონი: PRO D2-ში ნავროზაშვილის "ლიონი" უკონკურენტოა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-18 ტურის მატჩებს ლიდერთა განლაგებაში დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია. სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ "ლიონია" და, სავარაუდოდ, გათამაშების ბოლომდე არც შეიცვლება.

ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა" 18 ტურში მხოლოდ ორი მატჩი წააგო და ახლა ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონს", რომელიც მისი უახლოესი მდევარია, 16 ქულით უსწრებს. ლიონელებმა ამჯერად სტუმრად ითამაშეს "მონტობანთან" და მეტოქის სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შეძლეს გამარჯვება - 23:17.

დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია შინ აუტსაიდერ "დაქსთან" ფეიქრიშვილის ბასკურ "ბაიონს". ჩვენებურის გუნდმა მის არყოფნაში მეტოქეს 17:13 მოუგო. ანტონი
ამ დროს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა.

"ბაიონის" ყველაზე რეალური კონკურენტი ლანგედოკური "ბეზიეა". ლაშა ლომიძის გუნდმა შინ მიიღო გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბი" და 24:19 სძლია. ქართველებიდან მხოლოდ მირცხულავამ ითამაშა. ნემსაძემ და ლომიძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს, კობერიძე განაცხადში არ იყო.

"ბეზიე", რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი ტრადიციების მქონე ფრანგული კლუბია, ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის და ამჟამად მეორეადგილოსან "ბაიონს" ორი ქულით ჩამორჩება.

PRO D2. XVIII ტური
ექსი-ორიაკი 30:16
ბეზიე-ტარბი 24:19
ბურგუენი-კარკასონი 28:6
მონ დე მარსანი-ბიარიცი 23:17
ნარბონი-ალბი 29:21
კოლომიე-პერპინიანი 41:16
მონტობანი-ლიონი 17:23
ბაიონი-დაქსი 17:13

ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) ნაკრებში ითამაშა
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (52 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ნაკრებში ითამაშა
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) გამოძახებულია ნაკრებში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ნაკრებში ითამაშა
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) შეცვლაზე (72 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (43 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) ძირითადში (43 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) შეცვლაზე (53 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) შეცვლაზე (51 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ნაკრებში ითამაშა.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 18 16 0 2 +292 72(8)
2. ბაიონი 18 12 1 5 +75 56(6)
3. ბეზიე 18 12 1 5 +116 54(4)
4. კოლომიე 18 10 2 6 +11 48(4)
5. ორიაკი 18 10 0 8 +55 46(6)
6. პერპინიანი 18 9 1 8 +2 44(6)
7. ნარბონი 18 9 0 9 +7 42(6)
8. ალბი 18 9 1 8 +18 41(3)
9. მარსანი 18 8 0 10 -53 37(5)
10. ბურგუენი 18 7 0 11 -40 36(8)
11. მონტობანი 18 8 0 10 -54 36(4)
12. კარკასონი 18 7 0 11 -138 32(4)
13. ბიარიცი 18 6 0 12 +4 29(5)
14. ტარბი 18 7 0 11 -51 27(7)
15. ექსი 18 6 0 12 -138 26(2)
16. დაქსი 18 5 0 13 -1-8 24(4).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული